ხმოვანი ფოსტა

voice.jpg  

ხმოვანი ფოსტა არის ავტომოპასუხე, რომელიც პასუხობს ზარებს მაშინ, როცა ტელეფონი გამორთულია. ხმოვანი ფოსტა საშუალებას გაძლევთ ჩაწეროთ თქვენი პირადი ხმოვანი შეტყობინება სტანდარტული ავტომოპასუხის ნაცვლად, მოისმინინოთ ხმოვანი შეტყობინებები.

 

ხმოვანი ფოსტის სერვისის გააქტიურება
აკრიფეთ 091 (ან *146*091#) და დააჭირეთ დარეკვის ღილაკს. ეკრანზე გამოისახება „ხმოვანი ფოსტა გააქტიურებულია“, შემომავალი ზარები გადამისამართდება ხმოვან ფოსტაზე იმ შემთხვევაში, თუ ვერ პასუხობთ ზარს.
ხმოვანი ფოსტის გამორთვა
აკრიფეთ 090 (ან *146*090#) და დააჭირეთ დარეკვის ღილაკს. ეკრანზე გამოისახება „ხმოვანი ფოსტა დეაქტივირებულია“.

ხმოვანი ფოსტის შეტყობინებების რაოდენობის შემოწმება
აკრიფეთ 094 (ან *146*094#) და დააჭირეთ დარეკვის ღილაკს.ეკრანზე დაინახავთ „თქვენს ხმოვან ფოსტაში არის X შეტყობინება“.

ხმოვანი ფოსტის  მენიუ
ხმოვანი ფოსტის შეტყობინებების მოსმენა
აკრიფეთ 095 (ან *146*095#) და დააჭირეთ დარეკვის ღილაკს. თქვენ დაინახავთ „დაელოდეთ ზარს“ და რამდენიმე წამში თქვენი ტელეფონი დარეკავს. უპასუხეთ ზარს და მოისმენთ თუ რამდენი შეტყობინება გაქვთ. მოსმენისათვის დააჭირეთ  ღილაკს 1.
ხმოვანი შეტყობინების მოსმენის ტარიფი: ქვეყნებში,  სადაც შემომავალი ზარი უფასოა 1 წთ - 25  ცენტი(ზარის წამოწყება 4 ცენტი) ხოლო  სადაც, შემომავალი ზარი ფასიანია, ტარიფი შეადგენს გამავალი ზარის ტარიფს.

ხმოვანი ფოსტის მთავარი მენიუს ფუნქციები

  • ღილაკი  1 - მოისმინეთ შეტყობინებები
  • ღილაკი  2  - აირჩიეთ ფოლდერი
  • ღილაკი  3 - ხმოვანი ფოსტის ფუნქციები
  • ღილაკი  # - გამოსვლა

ქვე-მენიუ: მოისმინეთ შეტყობინებები
ღილაკი 1 - როდესაც იმყოფებით მთავარ მენიუში, ხელმისაწვდომია შემდეგი ფუნქციები:

  •  ღილაკი 3 - თქვენთვის დატოვებული შეტყობინების საპასუხო შეტყობინების დატოვება
  •  ღილაკი  4 - ინფორმაცია შეტყობინების შესახებ
  •  ღილაკი  5 - შეტყობინების განმეორებით მოსმენა
  •  ღილაკი  7 - შეტყობინების წაშლა
  •  ღილაკი  8 - შეტყობინების გადაგზავნა
  •  ღილაკი  9 - შეტყობინების ფოლდერში შენახვა
  •  ღილაკი   # - გამოსვლა

*ძველი შეტყობინებები ინახება ხმოვანი ფოსტის სისტემაში არაუმეტეს 1 თვის ვადით.

ქვე-მენიუ: აირჩიეთ ფოლდერი

ღილაკი  2 - როდესაც იმყოფებით მთავარ მენიუში, ხელმისაწვდომია შემდეგი ფუნქციები:

  • ღილაკი  0 - გადატანა ფოლდერში „ახალი შეტყობინებები“
  • ღილაკი  1 - გადატანა ფოლდერში „ძველი შეტყობინებები“
  • ღილაკი  2 - გადატანა ფოლდერში „სამსახურის შეტყობინებები“
  • ღილაკი  3 - გადატანა ფოლდერში „შეტყობინებები ოჯახის წევრებისაგან“
  • ღილაკი  4 - გადატანა ფოლდერში „შეტყობინებები მეგობრებისაგან“
  • ღილაკი  # გამოსვლა

ქვე-მენიუ: ხმოვანი ფოსტის ფუნქციები
ღილაკი  3 - მთავარ მენიუში ყოფნისას,  ხელმისაწვდომია შემდეგი ფუნქციები:

  • ღილაკი 1 - მოსმენილი შეტყობინების ჩაწერა, როდესაც მომხმარებელი ხელმიუწვდომელია
  • ღილაკი 2 - მოსმენილი შეტყობინების ჩაწერისათვის, როდესაც მომხმარებელის ხაზი დაკავებულია
  • ღილაკი 3 - შეტყობინების ჩაწერისათვის, როდესაც მომხმარებელი ხელმიუწვდომელია ან მისი ხაზი დაკავებულია
  • ღილაკი  4 - პაროლის შეცვლისათვის
  • ღილაკი  # გამოსვლა


შეტყობინების ჩაწერა, როცა აბონენტი მიუწვდომელია ან  დაკავებულია.

  • ღილაკი  1 - ჩანაწერის შენახვისათვის
  • ღილაკი 2 - ჩანაწერის მომსმენისათვის
  • ღილაკი 3 - შეტყობინების ხელახლად ჩაწერისათვის
  • ღილაკი 4 - შეტყობინების წაშლისათვის
  • ღილაკი # გამოსვლა


პაროლის შეცვლა

იმ შემთხვევაში, თუ იყენებთ გარე ნომერს თქვენს ხმოვან ფოსტაში შესვლისათვის, პაროლი ხელს უშლის უცხო პირებს თქვენი ხმოვანი ფოსტის შეტყობინებების მოსმენასა და პირობების შეცვლაში. შეარჩიეთ პაროლის კომბინაცია, რომელიც მარტივია დამახსოვრებისათვის, მაგრამ რთულია გამოცნობისათვის.
 

! სერვისით სარგებლობა ხელმისაწვდომია "გლობალ სელის" 372 ინდექსით დაწყებულ ნომრებზე. 

 

გამოკითხვა

"გლობალ სელის" რომელ სერვისს იყენებთ ყველაზე ხშირად?

აბონენტთა საყურადღებოდ!

22:50 - 15.01.2024
ცვლილება ბრიტანული ნომრით სარგებლობის პირობებთან დაკავშირებით
 

გილოცავთ შობა - ახალ წელს!

17:13 - 27.12.2023
ინფორმაცია სადღესასწაულო დღეების სამუშაო განრიგის შესახებ
 
სხვა სიახლეები 

სად შევიძინოთ



ფიზიკური პირები

კორპორატიული მომსახურება

დილერები