"გლობალ სელის" შესახებ ბეჭდვა ელფოსტა
“გლობალ სელი“ არის ქართული კომპანია, რომელიც ყიდის მსოფლიო ქსელში ჩართულ საერთაშორისო სიმ-ბარათებს ევროპული და ქართული ნომრებით და უფასო ზარებით როუმინგში.
 
“გლობალ სელის” აბონენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა მიიღონ უფასოდ შემომავალი ზარები როუმინგში მსოფლიოს 168 ქვეყანაში, გამოიყენონ მობილური ინტერნეტი 170-მდე ქვეყანაში მოგზაურობისას და ისარგებლონ საუკეთესო ევროპული ხარისხით მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. დახვეწილი და მუდმივად ინოვაციური მობილური სერვისები, სპეციალური ფასდაკლებები და აქციები, ბალანსის შევსების ყველა აპრობირებული მეთოდი, ხელსაყრელი შეთავაზებები სპეციალური პირებისათვის და, 24 საათიანი ცხელი ხაზი და LiveChat - "გლობალ სელის" უმაღლესი სტანდარტია.
 
„გლობალ სელის“ საერთაშორისო როუმინგული სიმ-ბარათები ინოვაციური პროდუქტია სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, რომელიც საქართველოში შემოვიდა 2009 წელს და  აბონენტებს სთავაზობს ყველაზე ხარისხიან, ფართომასშტაბიან და წარმოუდგენლად იაფ როუმინგულ კავშირს.
 
2010 წლის ოქტომბერში საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - საქპატენტის მიერ კომპანია "გლობალ სელს" გადაეცა სასაქონლო ნიშანი და სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დამადასტურებელი მოწმობა - „გლობალ სელი“ პატენტის მფლობელი ბრენდია!
 
2010 წლის 18 ოქტომბერიდან „გლობალ სელი“ საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის (GSMEA) წევრია.

„გლობალ სელი,“ როგორც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ავტორიზებული პირი,  ფლობს ნუმერაციის არაერთ რესურსს.
 
შპს „გლობალ სელს“ ავტორიზაცია გავლილი აქვს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ სახეებზე:
  • ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი  კავშირით მომსახურება:
- ადგილობრივი სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
- საერთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
- საქალაქთაშორისო სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება.
  • მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება:
-  ადგილობრივი და მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტებთან სატელეფონო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
-  მოძრავი საერთაშორისო (ხმოვანი) კავშირით მომსახურება;
-  როუმინგული კავშირით მომსახურება.
  • მოძრავი საკომუნიკაციო სისტემების აბონენტების გაფართოებული  მომსახურებით უზრუნველყოფა:
- ტექსტური შეტყობინების მომსახურება;
- მულტიმედიური მომსახურება;
- ციფრული მონაცემების გადაცემის მომსახურება (GPRS და სხვა);
- მოძრავი ინტერნეტ მომსახურება;
- მოძრავი ტრანზიტული მაუწყებლობის მომსახურება.
დაარსების დღიდან, კომპანია მუდმივ ინოვაციას სთავაზობს აბონენტებს: გაფართოვდა "გლობალ სელის" დაფარვის ზონა, გაიზარდა  იმ ქვეყანათა სია, სადაც უფასოა შემომავალი ზარი,  რიგ ქვეყნებში 60%-ით შემცირდა გამავალი ზარის ტარიფი. სწორედ ამიტომ, კომპანია დღემდე წარმატებით ახორციელებს საერთაშორისო  სიმ-ბარათების რეალიზაციას. "გლობალ სელის" ქსელში,  30 000- ზე მეტი აბონენტია ჩართული.
 
"გლობალ სელი" აქტიურად ცდილობს თანამშრომლობას პარტნიორ კომპანიებთან, როგორც ადგილობრივ, აგრეთვე საერთაშორისო დონეზე.  დილერებს  აქვთ საშუალება, გაზარდონ შემოსავლები და კლიენტებს შესთავაზონ დამატებითი მომსახურება. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვწეროთ მისამარზე:  contact @ globalmail.ge
 

ფიზიკური პირები

კორპორატიული მომსახურება

დილერები



ონლაინ დახმარება^