მობილური ინტერნეტის ჩართვა გამარტივდა! ბეჭდვა ელფოსტა
12:34 - 25.03.2011
დღეიდან, გლობალსელის მომხმარებელთათვის ძალზედ გამარტივდა მობილური ინტერნეტის ჩართვის პროცედურა და შეიქმნა WAP/GPRS/3G პარამეტრების კონფიგურაციის ავტომატური დაყენების უნიკალური შესაძლებლობა. 
  • პირველ ეტაპზე,  შეგიძლიათ გამოაგზავნოთ გლობალსელის ნომრიდან sms-ით მოკლე ნომერზე - 9100, ინტერნეტის პარამეტრების მიღების მოთხოვნა “gprs” და საკუთარი მობილური ტელეფონის IMEI კოდი. (IMEI კოდის გასაგებად საჭიროა შემდეგი კომბინაციის აკრეფა: *#06# )
  • IMEI კოდის მიღებიდან რამდენიმე წუთში, თქვენ ავტომატურად გადმოგეგზავნებათ SMS – ის სახით ოთხნიშნა კოდი (გამოიყენეთ პარამეტრების შესანახად) და სპეციალური პარამეტრები, რომლის  შენახვისათვის პუნქტში “options” უნდა აირჩიოთ ღილაკი “save”. 

  • კოდის დამახსოვრების შემდეგ, ეკრანზე გაჩნდება წარწერა: „Set as default settings?” („დავაყენოთ ნაგულისხმევ პარამეტრებად?“) 

  • დააჭირეთ ღილაკს „Yes” (დიახ) და ინტერნეტის პარამეტრები ავტომატურად შეინახება თქვენს ტელეფონში. 

  • გლობალსელის მომხმარებელთათვის WAP/GPRS/3G-სერვისით სარგებლობა თითქმის მთელ მსოფლიოშია შესაძლებელი. მომსახურების ტარიფები განისაზღვრება გლობალსელის როუმინგულ პარტნიორთა სატარიფო სქემის მიხედვით, რის გამოც ჩვენი აბონენტი სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობისას, განსხვავებული ქსელებით სარგებლობისას, მობილურ ინტერნეტზე იხდის განსხვავებულ საფასურს. 
WAP/GPRS/3G ტარიფები იხილეთ აქ: xls __gprs-_25032011
 

გამოკითხვა

"გლობალ სელის" რომელ სერვისს იყენებთ ყველაზე ხშირად?

აბონენტთა საყურადღებოდ!

22:50 - 15.01.2024
ცვლილება ბრიტანული ნომრით სარგებლობის პირობებთან დაკავშირებით
 

გილოცავთ შობა - ახალ წელს!

17:13 - 27.12.2023
ინფორმაცია სადღესასწაულო დღეების სამუშაო განრიგის შესახებ
 
სხვა სიახლეები 

სად შევიძინოთ



ფიზიკური პირები

კორპორატიული მომსახურება

დილერები