მობილური კავშირი ღია ზღვაში ბეჭდვა ელფოსტა
09:45 - 07.05.2011

gubbeonboard.jpgგლობალსელი ცდილობს თავის მომხმარებლებს მუდმივად შესთავაზოს ინოვაციური სერვისები. კომპანია კვლავ პირველია სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, რომელიც ყველაზე იაფი როუმინგული სერვისით სარგებლობის შესაძლებლობას ღია ზღვაში, საბორტო გემებზე მყოფ მეზღვაურებსაც აძლევს. ეს უნიკალური შესაძლებლობა მიღწეულ იქნა ამ წლის 6 მაისს გაფორმებული პარტნიორული შეთანხმების შედეგად, როდესაც გლობალსელის როუმინგულ პარტნიორთა სიას კომპანია "SeaNet" -იც შეემატა.

ship.jpgგლობალსელის მომხმარებლებს, ახლა უკვე, შეუძლიათ ღია ზღვაშიც ჰქონდეთ მობილური კავშირი, გამოიყენონ მობილური ტელეფონები გლობალსელის სიმ–ბარათით, განახორციელონ ზარები, გააგზავნონ და მიიღონ SMS-ები.

"SeaNet"–ის დაფარვის ზონაში გლობალსელის აბონენტი სარგებლობს შემდეგი ტარიფებით:  

  • შემომავალი ზარი – 0.45 $ / წთ
  • გამავალი ზარი – 0.95 $ / წთ
  • სტანდარტული  SMS შეტყობინება – 0.40 $

დაფარვის ზონაშია 36 საკრუიზო გემი, რომელთა ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აქ: pdf seanet_vessels_list-5may2011

 

გამოკითხვა

"გლობალ სელის" რომელ სერვისს იყენებთ ყველაზე ხშირად?

გლობალ სელის სიმ-ბარათები საქართველოს ფოსტის ფილიალებში

16:18 - 08.06.2020
სიმ-ბარათების შეძენა 64 ქალაქში, ფოსტის 81 ფილიალშია შესაძლებელი
 

გლობალ სელი გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს

21:04 - 25.05.2020
გლობალ სელმა მოსწავლეებს 100.000 ლარამდე ღირებულების კომპიუტერული ტექნიკა გადასცა საჩუქრად
 
სხვა სიახლეები 

სად შევიძინოთ



ფიზიკური პირები

კორპორატიული მომსახურება

დილერები