როგორ შევავსო ბალანსი? ბეჭდვა ელფოსტა

დიდი მადლობა, რომ დაინტერესედით ჩვენი მომსახურებით!

გლობალ სელზე ბალანსის შევსება შესაძლებელია:

  • ჩვენივე საიტიდან: სწრაფი და გამართული საგადახდო სისტემის GlobalPay-ის საშუალებით, შეგიძლიათ ბალანსის შევსება ინტერნეტით, სახლიდან გაუსვლელად! საიტზე აირჩიეთ პუნქტი: ბალანსის შევსება, ველში "ნომერი" შეიყვანეთ თქვენი გლობალსელის ნომერი, ფორმატით: 372/371 ან 995 559 XXXXXX, ველში "თანხა" ჩაწერეთ, თუ რამდენი დოლარის დასმა გნებავთ ანგარიშზე, ველში: "დამცავი კოდი" ჩაწერეთ მითითებული სიმბოლოები და დააჭირეთ "გადახდას". GlobalPay-ის საგადახდო სისტემა: ამოწმებს, არის თუ არა ნომერი სწორად მითითებული, ეკუთვნის თუ არა ნომერი ნამდვილად კომპანია გლობალსელს, საერთაშორისო ნომერზე ბალანსის შევსებისას აკონვერტირებს დოლარში მითითებულ თანხას ლარში შესაბამისი კურსით, გაჩვენებთ, თუ რამდენი ლარია გადასახდელი იმისათვის, რომ სასურველი ოდენობის დოლარი აისახოს ანგარიშზე. რის შემდეგაც, უკვე შეგიძლიათ შეიყვანოთ პლასტიკური ბარათის მონაცემები (ბარათის ნომერი, ბარათის მოქმედების ვადა, CVV კოდი). GlobalPay-ის საგადახდო სისტემა: ჩამოჭრის თანხას პლასტიკური ბარათიდან და ავტომატურად ასახავს თანხას თქვენი ნომრის ანგარიშზე, რის დასტურადაც მიიღებთ SMS-ს.
  • ვებ-გვერდებიდან: www.globalcell.ge   www.ipay.ge , www.mypay.ge , www.paybox.ge , www.moneymovers.ge
  • გაერთიანებული გადახდების სისტემის UniPAY-ის მეშვეობით.
  • "საქართველოს ბანკის"-ს ელექტრონული ტერმინალით: "საქართველოს ბანკის" პოს-ტერმინალის საშუალებით, ბალანსის შევსების ტრანზაქცია თქვენს ნომერზე შესრულდება "ბარათის გარეშე". თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ დარეკოთ გლობალსელის სატელეფონო ცენტრში, ნომერზე 11 00 07 ან +995 322 420 200 (ყოველდღე, შაბათ–კვირის გარდა, 09:00–დან 19:00 საათამდე), მოითხოვოთ ბალანსის შევსება საკრედიტო ბარათით, ოპერატორს უკარნახოთ პლასტიკური ბარათის მონაცემები (ბარათის ნომერი და მოქმედების ვადა) და ბარათის ტერმინალზე გატარების გარეშე, დარიცხოთ სასურველი თანხა (30 ლარის ფარგლებში) თქვენი ნომრის ანგარიშზე.
  • GLOBAL CARD-ის საშუალებით
  • სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან:
NOVAnova.png     TBC PAYtbcpay.png
  • "საქართველოს ბანკის" ნებისმიერ ფილიალსა და სერვის-ცენტრში მათ შორის 24-საათიან ექსპრეს ს/ც-ებშიც
  • "ქართუ ბანკის" ნებისმიერ ფილიალსა და სერვის-ცენტრში
  • "თიბისი ბანკის" ნებისმიერ ფილიალსა და სერვის-ცენტრში
  • "რესპუბლიკა ბანკის" ნებისმიერ ფილიალსა და სერვის-ცენტრში
  • "ბი თი ეი ბანკის" ნებისმიერ ფილიალსა და სერვის-ცენტრში
  • "ბაზის ბანკის" ნებისმიერ ფილიალსა და სერვის-ცენტრში
  •  GLOBALCELL -ის ოფისებში

 

არ არის შეზღუდვა და დაწესებული ლიმიტი ბალანსის შევსებისას, შეგიძლიათ შეავსოთ ბალანსი 1 ლარიდან, თქვენი სურვილისამებრ!

 

ნებისმიერი მეთოდით ბალანსის შევსებისას, მიიღებთ დადასტურებას - SMS-ის სახით!

 

ფიზიკური პირები

კორპორატიული მომსახურება

დილერები



ონლაინ დახმარება^