შეავსეთ ბალანსი "გლობალ ბარათებით"! |
18:23 - 08.08.2011 | |
2011 წლის 8 აგვისტოდან გლობალსელზე ბალანსის შევსება შესაძლებელი გახდა "გლობალ ბარათების" საშუალებითაც.
2011 წლის 8 აგვისტოდან, გლობალსელზე ბალანსის შევსება შესაძლებელი გახდა ე.წ. "გლობალ ბარათების" საშუალებითაც, რომელთა შეძენა შესაძლებელია გლობალსელის ოფისებსა და სერვის-ცენტრებში.
"გლობალ ბარათს" გამოიყენებთ შეძენიდან თქვენთვის სასურველ დროს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ბალანსის ამოწურვის შემთხვევაში.
გადაფხიკეთ ბარათზე მოთავსებული დამცავი საფარი და ამოიკითხეთ მის ქვეშ არსებული კოდი, აკრიფეთ ტელეფონზე *146*098424* 13 ციფრიანი ბარათის კოდი # და OK. "გლობალ ბარათის" გააქტიურების შემდეგ ანგარიშზე დაირიცხება 20 ლარის ექვივალენტი დოლარში.
|