უფასო ინტერნეტი ყველა ერთგულ მომხმარებელს! ბეჭდვა ელფოსტა
15:27 - 20.01.2012

gprs.jpgGLOBALCELL აბონენტებს სასიამოვნო საჩუქარს სთავაზობს!

2012 წლის 18 იანვრიდან 2012 წლის 30 ივნისის ჩათვლით, შეგიძლიათ ისარგებლოთ GLOBALCELL -ის 5 MB უფასო GPRS-ით ევროკავშირის ქვეყნებსა და თურქეთში.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

  • შეთავაზება ძალაშია 2012 წლის 30 ივნისამდე. კლიენტებს, რომლებმაც უკვე გამოიყენეს 5 MB უფასო ინტერნეტი, დამატებითი MB ის გამოყენება არ შეუძლიათ, ხოლო კლიენტებს, რომლებმაც 5 MB უფასო ინტერნეტი ნაწილობრივ გამოიყენეს, შეეძლებათ დარჩენილი MB-ის გამოყენება.
  • დამრგვალება 100 KB -მდეა.
  • მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს უფასო ინტერნეტის MB -ები ერთ ქსელშიც და სხვადასხვა  ქსელებში რეგისტრაციის დროსაც.
  • უფასო 5MB ამოწურვის შემდეგ, GPRS-ის ტარიფიკაცია გაგრძელდება არსებული ტარიფების მიხედვით.

მაგალითად,

  • „გლობალსელის“ აბონენტი იმყოფება საბერძნეთში. თუ ინტერნეტის ერთჯერადად მოხმარებისას სრულად გამოიყენებს უფასო 5 m/b-ს, ინტერნეტის ხელახლა გამოყენებისას ტარიფიკაცია გაგრძელდება საბერძნეთის ტარიფით GPRS-ზე.
  • თუ „გლობალსელის“ აბონენტი გერმანიაში ყოფნის დროს, ინტერნეტის ერთჯერადად მოხმარებისას დახარჯავს მხოლოდ 3m/b-ს, მას მოგვიანებით იტალიაში ყოფნისას შეეძლება დარჩენილი უფასო m/b-ების გამოყენება. როგორც კი 5 m/b უფასო ინტერნეტი ამოიწურება, ტარიფიკაცია GPRS-ზე გაგრძელდება იმ ქვეყნის ტარიფის მიხედვით, რომელ ქვეყანაშიც იქნება აბონენტი.
 

გამოკითხვა

"გლობალ სელის" რომელ სერვისს იყენებთ ყველაზე ხშირად?

საგანგებო განცხადება

16:57 - 27.11.2020
ცვლილება სამუშაო პროცესში
 

გლობალ სელის სიმ-ბარათები საქართველოს ფოსტის ფილიალებში

16:18 - 08.06.2020
სიმ-ბარათების შეძენა 64 ქალაქში, ფოსტის 81 ფილიალშია შესაძლებელი
 
სხვა სიახლეები 

სად შევიძინოთ



ფიზიკური პირები

კორპორატიული მომსახურება

დილერები