უფასო ინტერნეტი ყველა ერთგულ მომხმარებელს! |
|
|
15:27 - 20.01.2012 |
GLOBALCELL აბონენტებს სასიამოვნო საჩუქარს სთავაზობს!
2012 წლის 18 იანვრიდან 2012 წლის 30 ივნისის ჩათვლით, შეგიძლიათ ისარგებლოთ GLOBALCELL -ის 5 MB უფასო GPRS-ით ევროკავშირის ქვეყნებსა და თურქეთში.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
-
შეთავაზება ძალაშია 2012 წლის 30 ივნისამდე. კლიენტებს, რომლებმაც უკვე გამოიყენეს 5 MB უფასო ინტერნეტი, დამატებითი MB ის გამოყენება არ შეუძლიათ, ხოლო კლიენტებს, რომლებმაც 5 MB უფასო ინტერნეტი ნაწილობრივ გამოიყენეს, შეეძლებათ დარჩენილი MB-ის გამოყენება.
-
დამრგვალება 100 KB -მდეა.
-
მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს უფასო ინტერნეტის MB -ები ერთ ქსელშიც და სხვადასხვა ქსელებში რეგისტრაციის დროსაც.
-
უფასო 5MB ამოწურვის შემდეგ, GPRS-ის ტარიფიკაცია გაგრძელდება არსებული ტარიფების მიხედვით.
მაგალითად,
-
„გლობალსელის“ აბონენტი იმყოფება საბერძნეთში. თუ ინტერნეტის ერთჯერადად მოხმარებისას სრულად გამოიყენებს უფასო 5 m/b-ს, ინტერნეტის ხელახლა გამოყენებისას ტარიფიკაცია გაგრძელდება საბერძნეთის ტარიფით GPRS-ზე.
-
თუ „გლობალსელის“ აბონენტი გერმანიაში ყოფნის დროს, ინტერნეტის ერთჯერადად მოხმარებისას დახარჯავს მხოლოდ 3m/b-ს, მას მოგვიანებით იტალიაში ყოფნისას შეეძლება დარჩენილი უფასო m/b-ების გამოყენება. როგორც კი 5 m/b უფასო ინტერნეტი ამოიწურება, ტარიფიკაცია GPRS-ზე გაგრძელდება იმ ქვეყნის ტარიფის მიხედვით, რომელ ქვეყანაშიც იქნება აბონენტი.
|