"პირადი ასისტენტის" უფასო სერვისი "გლობალ სელ"-ისგან!
support.jpg     
"გლობალ სელ"-ის სერვისი "პირადი ასისტენტი" ითვალისწინებს კონსიერჟულ სერვისებს: ბიზნეს, იურიდიულ და სამედიცინო მომსახურებებს, დახმარების გაწევას საგანგებო სიტუაციებში და აგრეთვე, ზეპირი თარჯიმნის ფუნქციის შეთავსებას. პროფესიონალი ექსპერტები მზად არიან დაგეხმარონ ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ დროს, სასტუმროს დაჯავშნიდან დაწყებული, ბიზნეს-კონფერენციების მოწყობით დამთავრებული.
 
კონსიერჟული მომსახურების სფეროში 25 წლიანი სამუშაო გამოცდილებისა და პარტნიორი ორგანიზაციების დიდი ქსელის (70,000-ზე მეტი აკრედიტებული კონტრაქტორი და სპეციალისტი სხვადასხვა სფეროში მთელი მსოფლიოს მაშტაბით) წყალობით, თქვენი "პირადი ასისტენტი" დაგეხმარებათ დაცულად  იგრძნოთ თავი საზღვარგარეთ ყოფნისას და მოაგვაროთ თქვენი პრობლემები ოპერატიულად.
  •  სერვისით სარგებლობისთვის, ინგლისურენოვან ოპერატორთან დასაკავშირებლად, დარეკეთ ნომერზე: +372991, ხოლო რუსულენოვან ოპერატორთან დასაკავშირებლად:  +372992-ზე.
  • "გლობალ სელ"-ის აბონენტთათვის "პირადი ასისტენტის" ყველა სერვისი ხელმისაწვდომია კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში.


სამგზავრო მომსახურება

  • ინფორმაცია ტრანსპორტის შესახებ და დაჯავშნის სერვისი

პირადი ასისტენტი აწვდის ამოუწურავ ინფორმაციას ფრენების, მატარებლების, ავტობუსებისა და სხვა ტრანსპორტის განრიგის შესახებ. პირად ასისტენტს შეუძლია მოიძიოს ფრენები საჭირო გადაჯდომის ინტერვალებით მოთხოვნილი მარშრუტისათვის.
კლიენტის მოთხოვნის საფუძველზე პირადი ასისტენტი დაჯავშნის და გადაიხდის მოთხოვნილი ბილეთების გადასახადს კლიენტის სახელით.  

  • ინფორმაცია სასტუმროების შესახებ და დაჯავშნის სერვისი

პირადი ასისტენტი აწვდის ამოუწურავ ინფორმაციას მოთხოვნილ რეგიონში მოქმედი სასტუმროების შესახებ. კლიენტის მოთხვნის საფუძველზე პირადი ასისტენტი დაჯავშნის შერჩეულ განთავსების (დაბინავების) ადგილს  და საჭიროებისამებრ მოახდენს ანგარიშსწორების ორგანიზებას კლიენტის სახელით.

  • ინფორმაცია ავტომობილებისა და სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაქირავების შესახებ

პირადი ასისტენტი გასცემს ინფორმაციას მსოფლიოს მასშტაბით მოქმედი სხვადასხვა გამქირავებელი კომპანიების ავტომობილების და სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების კლასის, ტარიფებისა და ხელმისაწვდომობის შესახებ. პირადი ასისტენტი უზრუნველყოფს ავტომობილის დაქირავებას და ანგარიშსწორებას კლიენტის სახელით. პირად ასისტენტს შეუძლია მიაწოდოს ამოუწურავი ინფორმაცია და დაჯავშნოს სხვადასხვა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალება მსოფლიოს მასშტაბით.

  • ინფორმაცია ვაქცინაციების (აცრების) შესახებ

მოთხოვნილი ან რეკომენდირებული ვაქცინაციები კონკრეტულ ტერიტორიაზე მოგზაურობამდე. კონსულტაციას უზრუნველყოფს სამედიცინო ოფიცერი.

  • ინფორმაცია ვიზის თაობაზე

მოთხოვნები კონკრეტული ქვეყნის ვიზის მიღებისათვის. ინსტრუქციები ვიზის მიღებისათვის. საკონსულოების, საელჩოების და სავიზო ცენტრების, ისევე, როგორც ბიზნეს-შუამავლების მისამართები და საკონტაქტო ნომრები, რომლებიც სთავაზობენ მომსახურების სრულ პაკეტს შესაძლოდ მოკლე ვადებში და არასტანდარტულ გარემოებებში.

  • ინფორმაცია ქვეყნების / რეგიონების შესახებ

მოცემული ქვეყნის / რეგიონისათვის დამახასიათებელი თვისებების აღწერა, მაგალითად კულტურა, სამედიცინო მომსახურების დონე, უსაფრთხოება და უსაფრთხოების ზომები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ა. შ.

  • რეკომენდაციები პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის

მთავრობის მიერ და პირადი უსაფრთხოების სხვა ასპექტებით რეკომენდირებული უსაფრთხოების ზომები.

  • ინფორმაცია ამინდის, ვალუტის გაცვლითი კურსის შესახებ

ამინდის პროგნოზი რეგიონისათვის, ვალუტის გაცვლითი კურსი.

  • მდივანი

პირადი ასისტენტი შეასრულებს ნებისმიერ მცირე დავალებას, იქნება ეს ფაქსის თუ შეტყობინების, ან სხვა სახის ასიგნაციის გაგზავნა. პირად ასისტენტს ასევე შეუძლია თქვენი გაღვიძება კონკრეტულ დროს კონკრეტულ ნომერზე დარეკვის მეშვეობით.


ონლაინ მთარგმნელი

  • პირდაპირი თარგმანი ტელეფონის მეშვეობით / ლინგვისტიკური მომსახურება

პირადი ასისტენტი გასწევს დახმარებას მისი მომხმარებლისათვის ინფორმაციის ნებისმიერ ძირითად ენაზე თარგმანში. ლინგვისტიკური  მომსახურება ხელმისაწვდომია 90-ზე მეტ ქვეყანაში ქოლ-ცენტრის რესურსით მსოფლიოს მასშტაბით. შესაძლებელია სატელეფონო კონფერენციის ორგანიზება სამი ხაზის ჩართვით: კლიენტი, პიროვნება, რომლის საუბარიც უნდა ითარგმნოს (პირად ასისტენტს შეუძლია დაუკავშირდეს მას და ჩართოს სატელეფონო კონფერენციაში), და პირადი ასისტენტი. თუკი პიროვნება, რომლის საუბარი საჭიროებს თარგმანს, იმყოფება იმავე ოთახში, სადაც კლიენტი, შესაძლებელია ხმამაღალი საუბრის რეჟიმის (speakerphone) გამოყენება.

პრობლემები მოგზაურობისას

  • პრობლემების მოგვარება ტიპიურ სიტუაციებში: პრობლემები რეგისტრაციისას (შესახლებისას); კლიენტს ესაჭიროება ბილეთის გადაჯავშნა ან გაუქმება ან სასტუმროში ჯავშანის შეცვლა; კლიენტის ფრენა გაუქმდა ან გადაიდო; კლიენტი ვერ ასწრებს ან აგვიანებს ფრენაზე ან მატარებლის გასვლაზე; კლიენტი ითხოვს დამატებით ინფორმაციას; კლიენტმა დაკარგა ბარგი; მომხმარებლის უფლებების დარღვევის შემთხვევაში ტვირთის გაყიდვის ან არაადეკვატური ხარისხის მომსახურების გაწევის გზით სამგზავრო ტრანსპორტის და განთავსების (ფრენები, მგზავრობა მატარებლით, სასტუმროები) სფეროში. 
  • დახმარება გზებზე

პირადი ასისტენტი მზად არის გაუწიოს დახმარება კლიენტებს ნებისმიერ ასპექტში, რომელიც უკავშირდება მის გადაადგილებას სამგზავრო ტრანსპორტით, იქნება ეს საწვავის მიწოდება, თუ კი ის გათავდა, დახმარება ძვირადღირებული დანიშნულების ადგილების მოძიებაში, თუ სხვა ინსტრუქციები.

  • მოთხოვნის შემთხვევაში დახმარება გაიწევა უშუალოდ ასისტირების ფორმით: პირადი ასისტენტი დაეკონტაქტება სერვის-პროვაიდერს, მოსთხოვს სიტუაციის შეფასებას, მოითხოვს საუკეთესო გამოსავალის მოძიებას და ამავდროულად მოიძიებს ალტერნატიულ გადაწყვეტილებებს კლიენტისათვის.


 გართობა

  •  ინფორმაცია რესტორნების შესახებ / მაგიდის დაჯავშნა

პირადი ასისტენტი აწვდის ყოვლისმომცველ ინფორმაციას მსოფლიოს მასშტაბით არსებულ რესტორნებისა და კაფეების შესახებ და დაჯავშვნის მაგიდას მოთხოვნისამებრ.

  • ინფორმაცია სპორტსა და კულტურულ ღონისძიებებზე

პირადი ასისტენტი აწვდის ინფორმაციას კონკრეტულ რეგიონში სპორტული ან კულტურული ღონისძიებების ჩატარების თარიღზე, დროსა და ადგილზე, ისევე, როგორც ინფორმაციას ბილეთების ფასსა და ხელმისაწვდომობაზე და სალაროების ტელეფონის ნომრებსა და მისამართებზე. კლიენტის მოთხოვნის საფუძველზე, პირადი ასისტენტი დაჯავშვნის და მოახდენს ანგარიშსწორებას კლიენტის სახელით და მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს შერჩეული ბილეთების მიწოდებას.

  • ინფორმაცია დასვენებისა და გართობის ადგილების შესახებ

პირადი ასისტენტი გასცემს ინფორმაციას სპორტული კლუბების, სილამაზის სალონების, გოლფის კლუბების, ტურისტული ექსკურსიების შესახებ კონკრეტულ რეგიონში, ისევე, როგორც მათი ფასების, პირობების, თარიღების, დროსა და ადგილმდებაროების შესახებ. კლიენტის მოთხოვნისას პირად ასისტენტს შეუძლია უზრუნველყოს შერჩეულ ადგილმდებარეობაზე ვიზიტების ორგანიზება, ექსკურსიების დაჯავშვნა და ა. შ.

  • ინფორმაცია პროდუქტებზე და მომსახურებაზე / დაჯავშნა, პროდუქტების მიწოდება და ანგარიშსწორება, დახმარება მომსახურებების ორგანიზებაში

პირადი ასისტენტი აწვდის სალონის და მაღაზიების მისამართს, სადაც კლიენტს შეუძლია შეიძინოს პროდუქტი ან მომსახურება, და თუკი ეს შესაძლებელია, პირადი ასისტენტი უზრუნველყოფს შეკვეთას კლიენტის სახელით და მიაწოდებს პროდუქტს მითითებულ ლოკაციაზე.

  • ტაქსი და ტრანსფერი

პირადი ასისტენტი გამოიძახებს ტაქსის კლიენტისათვის ნებისმიერ აგდილას ნებისმიერ დროს.

ბიზნეს-მომსახურება

  • ბიზნეს-მომსახურება / მომსახურების ორგანიზება

პირადი ასისტენტი გასწევს დახმარებას საქმიანი შეხვედრების, სატელეფონო კონფერენციების, საოფისე აღჭურვილობის დაქირავების (მაგ., კომპიუტერი ან ფაქსტი) ორგანიზებაში. პირადი ასისტენტი აწოდებს ინფორმაციას რეგიონისათვის დამახასიათებელი ბიზნეს ეთიკის შესახებ, ვალუტის გაცვლითი კურსის და მთავარი საბაზრო ინდექსების შესახებ.

  • ინფორმაცია დოკუმენტების თარგმანის შესახებ

პირადი ასისტენტი აწვდის ინფორმაციას მთარგმნელობითი ბიუროების შესახებ, უზრუნველყოფს დოკუმენტების თარგმანის ორგანიზებას კლიენტისათვის, უწევს დახმარებას თარჯიმნის მოძიებაში.
სამედიცინო მომსახურება

  • გადაუდებელი და სტანდარტული სამედიცინო ხასიათის რეკომენდაცია

მოთხოვნის საფუძველზე პირადი ასისტენტი გასცემს რჩევას და რეკომენდაციებს სამედიცინო საკითხებთან დაკავშირებით. ტელეფონის მეშვეობით ექიმის მიერ მიცემული სამედიცინო ხასიათის რჩევა არ წარმოადგენს დიაგნოზს.
 

  • ინფორმაცია სამგზავრო ჯანმრთელობის შესახებ

პირადი ასისტენტი უზრუნველყოფს სამედიცინო პერსონალის და განგაშის ცენტრების ქსელის ხელმისაწვდომობას, რათა დროულად მოხდეს სამედიცინო ხასიათის ინფორმაციის გაცემა მგზავრობისას.

  • მიმართულებები სამედიცინო ან სტომატოლოგიური სამსახურებში

პირადი ასისტენტი გასცემს ინფორმაციას კონკრეტულ რეგიონში არსებული ექიმების, საავადმყოფოების, სტომატოლოგებისა და სტომატოლოგიური კლინიკების დასახელებების, საკონტაქტო ინფორმაციის და მისამართების, და მოთხოვნის შემთხვევაში, მიღების საათების შესახებ.

  • ექიმთან ვიზიტის ორგანიზება

პირადი ასისტენტი მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოფს ექიმთან ვიზიტის ორგანიზებას.

  • სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების ორგანიზება

მოთხოვნის საფუძველზე პირადი ასისტენტი იძახებს სასწრაფო სამედიცინო სამსახურს კლიენტისათვის.

საგანგებო სიტუაციები

  • იურიდიული წარმომადგენლები

პირადი ასისტენტი გასცემს ინფორმაციას ადვოკატების ან იურიდიული ექსპერტების სახელების, მისამართების, ტელეფონის ნომრების, და მოთხოვნის საფუძველზე, შეძლებისდაგვარად, სამუშაო საათების შესახებ კონკრეტულ რეგიონში. აღნიშნული რეკომენდაციები დაფუძნებულია პირადი ასისტენტის მიერ კონკრეტულ რეგიონში სიტუაციის პროფესიონალურ შეფასებაზე, ადგილობრივი პირობების ცოდნასა და იურიდიული მომსახურების ხელმისაწვდომობაზე.

  • გადაუდებელი შეტყობინებები

პირადი ასისტენტი მიიღებს ნებიმიერ გონივრულ ზომას რათა გაგზავნილ და მიღებულ იქნეს  გადაუდებელი შეტყობინებები კლიენტსა და მის ოჯახს, ან კლიენტის მიერ დასახელებულ სხვა პირებს შორის. კერძოდ, პირად ასისტენტს შეუძლია აცნობოს კლიენტის ქვეყნის საკონსულოს მისი თანხმობით, მისი დაჭერის, დაკავების, სამართალწარმოების შემთხვევაში, ან თუ კლიენტი გახდა კრიმინალის მსხვერპლი, ისეთი სიტუაციების შემთხვევაში, რომელიც ხელს უშლის კლიენტს დატოვოს ქვეყანა და სხვა შემთხვევებში, რომლებიც მოითხოვს საკონსულოს თანამდებობის პირების ჩარევას.

  • გადაუდებელი თარგმანი და თარჯიმნის მომსახურება

გადაუდებელი უკიდურესობის შემთხვევაში პირადი ასისტენტი უზრუნველყოფს მთარგმნელობით მომსახურებას სატელეფონო საუბრის მეშვეობით და ახდენს მთარგმნელობითი მომსახურების ორგანიზებას საგანგებო ცენტრების ქსელის მეშვეობით.

  • რეკომენდაციები და დახმარება დაკარგულ დოკუმენტებთან დაკავშირებით

პირადი ასისტენტი კისრულობს პასუხისმგებლობას დაეხმაროს კლიენტებს, რომლებმაც დაკარგეს სამგზავრო დოკუმენტები (მათ შორის პასპორტი, საკრედიტო ბარათი) მათ შეცვლაზე რეკომენდაციების გაცემით.

  • რეკომენდაციები საჭირო ქმედებაზე სადაზღვევო პრეტენზიების შემთხვევაში

პირადი ასისტენტი აცნობს ქცევის საერთო დებულებებს.

 

  ! სერვისით სარგებლობა ხელმისაწვდომია "გლობალ სელის" 372 ინდექსით დაწყებულ ნომრებზე. 
 

გამოკითხვა

"გლობალ სელის" რომელ სერვისს იყენებთ ყველაზე ხშირად?

სიახლე "გლობალ სელისგან"!

20:42 - 14.11.2017
2017 წლის 15 ნოემბრიდან "გლობალ სელი" გთავაზობთ სამოგზაურო დაზღვევას!
 

სიახლე "გლობალ სელისგან"!

21:53 - 23.10.2017
2017 წლის 23 ოქტომბრიდან "გლობალ სელი" გთავაზობთ წარმოუდგენელ ფასს მობილურ ინტერნეტზე!
 
სხვა სიახლეები 

სად შევიძინოთ



ფიზიკური პირები

კორპორატიული მომსახურება

დილერები



ონლაინ დახმარება^