ინტერნეტ პაკეტები განახლდა! ბეჭდვა ელფოსტა
12:59 - 03.12.2014
მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ თქვენ უკვე შეგიძლიათ ისარგებლოთ განახლებული GPRS პაკეტებით

სიახლე „გლობალ სელის" სტანდარტული და Sim4America ბარათების მფლობელთათვის !

 გლობალ სელი გთავაზობთ ახალ, გაუმჯობესებულ ტარიფებს ინტერნეტ-პაკეტებზე. (პაკეტები ხელმისაწვდომია 372 53/54/57/59/81 ინდექსებით დაწყებული ნომრებისათვის)

პაკეტის კოდი

პაკეტი(MB-ების ოდენობა)

მოქმედების ვადა

ფასი (USD)

1

10

1

1.5

2

50

1

7.5

3

100

7

15

4

250

30

35

5

500

30

65

7*

10

1

1

  პაკეტი ავტომატურად განახლებადია

პაკეტის ჩასართავად აკრიფეთ *146*941*პაკეტის კოდი#  და OK.

პაკეტის გამოსართავად აკრიფეთ *146*940*პაკეტის კოდი# და OK.

სტატუსის შესამოწმებლად აკრიფეთ *146*942*პაკეტის კოდი# და OK.

 ! მნიშვნელოვანი ასპექტები:

• აბონენტს შეუძლია ერთდროულად მხოლოდ ერთი პაკეტი ჰქონდეს აქტიური.

• პაკეტის ღირებულება ჩამოიჭრება სიმ-ბარათის მიმდინარე ბალანსიდან შესაბამისი კომბინაციის აკრეფით პაკეტის შეკვეთისთანავე.

• პაკეტის მოქმედება დასრულდება შეძენილი MB-ს მოცულობის ან პაკეტის ვადის ამოწურვისას.

• ახალი პაკეტის შეძენა შესაძლებელია შეძენილი MB-ის მოცემული მოცულობის ამოწურვის შემდეგ, პაკეტის მოქმედების ვადის მიუხედავად.

• თუ პაკეტით გათვალისწინებული MB-ები არ არის გახარჯული, აბონენტი ვერ შეძლებს ახალი პაკეტის შეძენას. ახალი პაკეტის შესაძენად საჭირო გახდება არსებული პაკეტის დეაქტივაცია შესაბამისი კომბინაციის აკრეფის საშუალებით. პაკეტის დეაქტივაციისას გამოუყენებელი MB-ები უქმდება, პაკეტის ღირებულება კი არ ბრუნდება სიმ-ბარათის ანგარიშზე.

• Daily AUTO პაკეტის აქტივაცია ხორციელდება აბონენტის მიერ GPRS სესიის განხორციელებისას ჩამოთვლილ ქვეყნებში. პაკეტის ღირებულება აქტივაციისთანავე იჭრება აბონენტის სიმ-ბარათის მიმდინარე ბალანსიდან.

• თუ აბონენტი კვლავინდებურად იყენებს GPRS-ს ჩამოთვლილი ქვეყნებიდან ერთ-ერთში მაშინ Daily AUTO პაკეტი განმეორებით ავტომატურად აქტიურდება და პაკეტის ღირებულება დაიფარება სიმ-ბარათის ანგარიშიდან!

ყურადღება: ამ მომენტისათვის Daily AUTO-ს დეაქტივაცია არ ხდება - მხოლოდ შესაძლებელია სხვა პაკეტზე გადასვლა. დეაქტივაციის კომბინაციის აკრეფისას  პაკეტის აქტივაცია უქმდება (უქმდება პაკეტის ღირებულება და მოქმედების ვადა), მაგრამ პაკეტი აქტიური რჩება ბარათზე. რაც იმას ნიშნავს რომ პირველივე ინტერნეტ სესიისას ჩამოთვლილ ქვეყნებში, აბონენტს ავტომატურად გაუაქტიურდება Daily AUTO პაკეტი და თანხა ჩამოეჭრება სიმ-ბარათის მიმდინარე ანგარიშიდან.

! პაკეტები მოქმედებს შემდეგ ქვეყნებში: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, უნგრეთი, გერმანია, საბერძნეთი, დანია, ირლანდია, ისლანდია, ესპანეთი, იტალია, კვიპროსი, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი,მალტა,მონაკო,ნიდერლანდები,ნორვეგია,პოლონეთი,პორტუგალია,რუმინეთი, რუსეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, წმ. ბართლომეს კუნძული, ჩეხეთი, ფინეთი,საფრანგეთი, ხორვატია, შვედეთი, ესტონეთი.

  *დამრგვალება 100KB.!

გლობალ სელი მუდმივად ზრუნავს აბონენტებზე და გთავაზობთ საუკეთესო პირობებს!

 

გამოკითხვა

"გლობალ სელის" რომელ სერვისს იყენებთ ყველაზე ხშირად?

„გლობალ სელი“ 15 წლისაა!

13:38 - 05.04.2024
უპრეცედენტო საიუბილეო აქცია!
 

აბონენტთა საყურადღებოდ!

22:50 - 15.01.2024
ცვლილება ბრიტანული ნომრით სარგებლობის პირობებთან დაკავშირებით
 
სხვა სიახლეები 

სად შევიძინოთ



ფიზიკური პირები

კორპორატიული მომსახურება

დილერები