ბეჭდვა ელფოსტა

 კორპორატიული შეთავაზება! 

„გლობალ სელის“ კორპორატიული მომსახურებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. „გლობალ სელ“-ის კორპორატიულ აბონენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ შემდეგი უპირატესობებით: 
  • საერთაშორისო და ქართული ნომრებით მსოფლიოს 200 მდე ქვეყანაში;
  • უფასო შემომავალი ზარით მსოფლიოს 168- ზე მეტ ქვეყანაში;
  • მობილური ინტერნეტით მსოფლიოს 170- მდე ქვეყანაში;
  • 40-მდე მობილური, მუდმივად განახლებადი და ინოვაციური სერვისებით;
  • აბონენტზე მორგებული პროდუქტებით;
  • სრული ფინანსური და საბუღალტრო დოკუმენტაციით უზრუნველყოფა (ინვოისი და მიღება-ჩაბარების აქტი (სიმ-ბარათის შეძენისა და ბალანსის შევსებისას), ასევე ანგარიშფაქტურა (სიმ-ბარათის შეძენისას);
  • „პირად პროფილზე“ უფასო რეგისტრაცია, რაც საშუალებას მოგცემთ ონლაინ-რეჟიმში აკონტროლოთ კომპანიის კუთვნილი ნომრები: შეამოწმოთ ბალანსის შევსების ისტორია, დეტალური ამონაწერი, განსაზღვროთ ნომრის ადგილმდებარეობა დროის კონკრეტულ მონაკვეთში (google-ის რუკაზე) და ისარგებლოთ სხვა სერვისებით;
  • „პირადი კაბინეტის“ შექმნა (თქვენი კომპანიისთვის შეიქმნება ბალანსის ერთიანი ანგარიშის სისტემა, სადაც გაერთიანდება თქვენი კომპანიის კუთვნილი ყველა ნომერი და მოგეცემათ საშუალება, აკონტროლოთ მიმდინარე ბალანსები და თავად გადაანაწილოთ თანხა ორგანიზაციის სახელზე რეგისტრირებულ ნომრებზე).

 

დამატებითი და ექსკლუზიური ბენეფიტები: 

1. SMS სერვისი 50%-მდე ფასდაკლებით

„გლობალ სელი“, როგორც ახალი ქართული მობილური ოპერატორი, საკუთარ კორპორატიულ აბონენტებს სთავაზობს ინტეგრირებული SMS სერვისით მომსახურებას (SMS-ების გაგზავნა ხდება კომპანიის სახელწოდებით (Brand Name-ით) 50%-მდე ფასდაკლებით.

SMS-ების ავტომატურ რეჟიმში გასაგზავნად მოხდება შესაბამისი მზა ტექნიკური დოკუმენტაციის (API PTROTOCOL) ინტეგრირება კორპორატიული კლიენტის სისტემასთან; გარდა ამისა, კლიენტს გამოეყოფა ინდივიდუალური SMS პანელი, რომლითაც შესაძლებელია სერვისის სრული მართვა, მათ შორის SMS-ების სასურველ დროს გაგზავნა, SMS-ების მიღება და სხვ.

SMS მომსახურების უმაღლეს ხარისხს განაპირობებს კომპანია „გლობალ სელის“ უახლესი და ყველა თანამედრო მოთხოვნასა და საერთაშორისო სტანდარტთან თავსებადი SMS ცენტრი.

კომპანია „გლობალ სელი“ SMS სერვისით დღესდღეობით ემსახურება ქვეყნის მრავალ წამყვან ფინანსურ და კომერციულ ორგანიზაციას ასევე, სხვა კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს.

 

2. ფიქსირებული სატელეფონო მომსახურება ყველაზე იაფად საქართველოში

„გლობალ სელი“, როგორც ახალი ქართული ფიქსირებული ქსელის ოპერატორი (ბრენდით “გლობალ ტელ”), საკუთარ კორპორატიულ აბონენტებს სთავაზობს ფიქსირებულ სატელეფონო მომსახურებას ყველაზე დაბალი ტარიფებით საქართველოში. „გლობალ ტელის“ აბონენტებს საშუალება აქვთ განახორციელონ ზარები როგორც ქართულ, ისე უცხოურ მობილურ და ფიქსირებულ ნომრებზე ყველაზე იაფად. დაწვრილებითი ინფორმაციი სანახავად გადადით ბმულზე: www.globaltel.ge

 

თუ გსურთ გახდეთ „გლობალ სელ“-ის კორპორატიული კლიენტი და ისარგებლოთ კომფორტული და წარმოუდგენლად იაფი როუმინგული მომსახურებით, დაგვიკავშირდით:

ელ.ფოსტა: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ტელეფონის ნომერი: 559005922

 

თუ უკვე ბრძანდებით, ან გსურთ გახდეთ „გლობალ სელ“-ის კორპორატიული კლიენტი და ისარგებლოთ მაღალი ხარისხის ინტეგრირებული SMS სერვისით, დაგვიკავშირდით:

ელ.ფოსტა: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ტელეფონის ნომერი: 559001010

 

თუ უკვე ბრძანდებით, ან გსურთ გახდეთ „გლობალ სელ“-ის კორპორატიული კლიენტი და ისარგებლოთ ყველაზე იაფი და მაღალხარისხიანი ფიქსირებული სატელეფონო მომსახურებით, დაგვიკავშირდით:

ელ.ფოსტა: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს ტელეფონის ნომერი: 559005909  

 

იხილეთ პრეზენტაცია

 


 

გამოკითხვა

"გლობალ სელის" რომელ სერვისს იყენებთ ყველაზე ხშირად?

სად შევიძინოთ



ფიზიკური პირები

კორპორატიული მომსახურება

დილერები