ბეჭდვა ელფოსტა
    7883e84c-265b-4c43-a1da-1174ebc20b64.jpeg
 
კომპანია „გლობალ სელის“ ინიციატივითა და სრული ფინანსური მხარდაჭერით, ქართველი მოგზაურებისა და ემიგრანტებისთვის შეიქმნა ახალი ეროვნული არაკომერციული პლატფორმა - www.geotaxi.global - რომლის დევიზია "ქართველები ქართველებისთვის" (დაემგზავრე ქართველს, დაიმგზავრე ქართველი).

პლატფორმის საშუალებით, ქართველი მოგზაურები საქართველოს საზღვრებს გარეთ ისარგებლებენ უცხოეთში მცხოვრები ემიგრანტების სატრანსპორტო სერვისით, შედეგად კი:
  • ქართველი მოგზაური სერვისის ღირებულებას გადაუხდის ქართველ ემიგრანტს;
  • ქართველი მოგზაურის მიერ ქართველი ემიგრანტისთვის გადახდილი თანხა (ან მისი ნაწილი) სავარაუდოდ კვლავ საქართველოში დაბრუნდება და ჩვენს თანამოქალაქეებსა და ქვეყანას მოხმარდება;
  • ქართველი მოგზაურისთვის უცხოეთში ყოფნისას ტრანსპორტით გადაადგილება გახდება უფრო მეტად იაფი და ხელმისაწვდომი;
  • გლობალ სელი დამატებით უზრუნველყოფს უფასო მობილურ კავშირს მოგზაურებსა და სერვისის მიმწოდებელ ემიგრანტებს შორის. კონკრეტულად, გლობალ სელი, როგორც ახალი ქართული მობილური ოპერატორი (ინდექსით 559), უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებს მიანიჭებს ქართულ ნომერს და საქართველოდან მათთან დაკავშირება მოხდება ადგილობრივი ქართული ტარიფით, უცხოეთში მცხოვრები თანამოქალაქეები კი ზარს სრულიად უფასოდ მიიღებენ.
გლობალ სელი ემიგრაციაში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს მოუწოდებს, ჩაერთოს ახალ ეროვნულ პროექტში და უცხოეთში მცხოვრებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს (რომელსაც აქვს სათანადო სატრანსპორტო სერვისის მიწოდების უფლება და საშუალება) სთავაზობს, გამოაგზავნოს ქვემოთ მოცემული განაცხადის ფორმა:

სააპლიკაციო ფორმა
ეროვნული პროექტისთვის geotaxi.global

 

გამოკითხვა

"გლობალ სელის" რომელ სერვისს იყენებთ ყველაზე ხშირად?

საგანგებო განცხადება

16:57 - 27.11.2020
ცვლილება სამუშაო პროცესში
 

გლობალ სელის სიმ-ბარათები საქართველოს ფოსტის ფილიალებში

16:18 - 08.06.2020
სიმ-ბარათების შეძენა 64 ქალაქში, ფოსტის 81 ფილიალშია შესაძლებელი
 
სხვა სიახლეები 

სად შევიძინოთ



ფიზიკური პირები

კორპორატიული მომსახურება

დილერები