Global-SMS - არის სტანდარტული მოკლე ტექსტური შეტყობინების სერვისი გლობალსელისგან, რომელიც გაძლევთ საშუალებას, მსოფლიოს 190-ზე მეტი ქვეყნიდან გააგზავნოთ და მიიღოთ SMS-ები.
სტანდარტული SMS - 0.05$ -დან
Travel SMS - 0.10 $
-
SMS-ის გასაგზავნად შებრძანდით ტელეფონის მენიუში, მოძებნეთ GlobalMenu>SendTravelSMS, აკრიფეთ ადრესატის მობილური ტელეფონის ნომერი საერთაშორისო ფორმატით, მაგ.: 00995592420200, დაწერეთ სასურველი ტექსტი, დასრულება დაადასტურეთ ღილაკით OK. შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში ეკრანზე დაეწერება: Message Sent (შეტყობინება გაგზავნილია).
აქციები
SMS-ის გაგზავნა გლობალსელის ნომერზე
-
გლობალსელზე SMS-ის გასაგზავნად უნდა აკრიფოთ +372YYXXXXXX.
- ვებ-გვერდიდან შესაძლებელია უფასო SMS -ების გაგზავნა გლობალსელის ნომერზე ულიმიტოდ დღის განმავლობაში.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია!
- Global-SMS, ისევე როგორც, გლობალსელის ყველა მობილური სერვისი ავტომატურად, სრულიად უფასოდ ჩართულია ყველა სიმ-ბარათზე
- მომსახურებით სარგებლობისათვის აუცილებელი მინიმალური ბალანსია 5USD.(მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სტანდარტული გზით აგზავნით SMS-ს)
- მოკლე ტექსტური შეტყობინების ერთეული მოიცავს მაქსიმუმ 160 სიმბოლოს
- მიღებული SMS-ები ავტომატურად ინახება სიმ-ბარათზე ან ტელეფონის მეხსიერებაში, თუ მათ არ წაშლით
- SMS ცენტრის ნომერია: +3725099000
- შემომავალი SMS -ები უფასოა
|