როგორ შევიძინო სიმ-ბარათი?

დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით ჩვენი მომსახურებით!

სიმ ბარათის შეძენა შესაძლებელია:
 
  • ვებ-გვერდიდან www.globalcell.ge; მთავარ გვერდზე მონიშნეთ პუნქტი “ბარათის შეძენა” და მიჰყევით ინსტრუქციას.
შეიძინეთ სიმ-ბარათი ინტერნეტით, სახლიდან გაუსვლელად და კურიერი მოგართმევთ ბარათს სასურველ მისამართზე.
სიმ ბარათის მიწოდება თბილისის მასშტაბით სრულიად უფასოა.
საქართველოს სხვა ტერიტორიეულ ერთეულებში მიწოდებისას მიმღები გადაიხდის საკურიერო მომსახურების საფასურს.
  • სატელეფონო ზარით - დარეკეთ 24 საათიანი ცხელი ხაზის ნომრებზე: 110 007 ან +995 322 420 200
  • ელექტრონული შეტყობინებით - მოგვწერეთ: 
- ელ. ფოსტაზე ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს
- Live Chat-ში ვებ-გვერდიდან www.globalcell.ge
- სოციალურ ქსელ Facebook-ის საშუალებით - www.facebook.com/Globalcell.ge/
  • სწრაფი გადახდის ტერმინალების საშუალებით - აირჩიეთ "მობილური ოპერატორები" > GLOBALCELL > "სიმ-ბარათის შეძენა",  მიჰყევით ინსტრუქციას
  • გლობალ სელის ფილიალებსა და სერვის-ცენტრებში:
ცენტრალური ფილიალი: მარი ბორსეს N2, ბიზნეს ცენტრი „სახლი ოპერასთან“
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სერვის-ცენტრი (24/7)
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სერვის-ცენტრი (24/7)
  • საქართველოს იუსტიციის სახლის ფილიალებში - მთელი საქართველოს მასშტაბით
  • კომპანია Georgian Airways-ის სერვის-ცენტრებში:
რუსთაველის გამზირი 12
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი (24/7)
  • კომნპანია მანი მუვერსის „MY PROFILE“ სერვის-ცენტრებში:
პეკინის გამზირი 25 (24/7)
ნინუას 3 (მეტრო გოცირიძის წინ)
  • სხვა სადილერო წარმომადგენლობებში, რომელთა სრული ჩამონათვალი მოცემულია ვებ-გვერდზე www.globalcell.ge