სპეც-ფასი: 25 ცენტი შიდა ქსელზე სასაუბროდ!
16:52 - 16.11.2011

კომპანია "გლობალსელში" სასიხარულო სიახლეა!

2011 წლის 1 დეკემბრიდან, მცირდება ტარიფი შიდა ქსელზე, რაც ნიშნავს იმას, რომ იმ ქვეყნებში, სადაც "გლობალსელის" შემომავალი როუმინგული ზარი უფასოა, გექნებათ შესაძლებლობა დარეკოთ "გლობალსელიდან" "გლობალსელის" ნომერზე მხოლოდ 25 ცენტად წუთში.

აქვე, შეგახსენებთ, რომ 25 ცენტიანი ტარიფი გავრცელდება "გლობალსელის" Sim 4 America-ზეც. 

ტარიფი 25 ცენტი- შიდა ქსელზე არ ფუნქციონირებს, თუკი აბონენტს გააქტიურებული აქვს აქცია  "25 ცენტი მეორე წუთიდან" ; საუბარი შიდა ქსელზე ტარიფიცირდება აქციით გათალისწინებული წესით.