საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის განცხადება
11:21 - 19.12.2011

14 დეკემბრიდან, ქვეყნის ფიქსირებულ და მობილურ სატელეფონო ქსელებში მოქმედი პრეფიქსი - "8" შეიცვალა და ამოქმედდა ეროვნული პრეფიქსი - "0" და საერთაშორისო პრეფიქსი - "00".

14 დეკემბრიდან, ქვეყნის ფიქსირებულ და მობილურ სატელეფონო ქსელებში მოქმედი პრეფიქსი - "8" შეიცვალა და ამოქმედდა ეროვნული პრეფიქსი - "0" და საერთაშორისო პრეფიქსი - "00", შეიცვლება საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების უზრუნველმყოფი საოპერატორო კომპანიების 8XX ფორმატის კოდები, ახალი 10XX ფორმატის კოდებით მაგალითად: 8-07 შეიცვლება 10-07 -ით, 8-10 შეიცვლება 10-10 -ით, 8-11 შეიცვლება 10-11 -ით, 8-16 - შეიცვლება 10-16 -ით, 8-18 შეიცვლება 10-18 -ით და ა.შ.

ფიქსირებული და მობილური სატელეფონო ქსელების აბონენტების მიერ კავშირის დამყარების წესი უცვლელი რჩება მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ფიქსირებულ სატელეფონო ქსელების აბონენტების და მობილური სატელეფონო ქსელების აბონენტების მიერ ერთმანეთთან კავშირის დასამყარებლად პრეფიქსი - "8" ნაცვლად უნდა აიკრიფოს ეროვნული პრეფიქსი - "0" და შემდეგ გამოსაძახებელი აბონენტის ეროვნული ნომერი. ფიქსირებული და მობილური სატელეფონო ქსელების აბონენტების მიერ:საქალაქთაშორისო კავშირის განსახორციელებლად იკრიფება ეროვნული პრეფიქსი - "0", შემდეგ გამოსაძახებელი ქალაქის კოდი და ამ ქალაქში გამოსაძახებელი აბონენტის ტელეფონის ნომერი ან საოპერატორო კომპანიის არჩევის კოდი - 10XX, შემდეგ ეროვნული პრეფიქსი - "0" , შემდეგ გამოსაძახებელი ქალაქი კოდი და ამ ქალაქში გამოსაძახებელი აბონენტის ტელეფონის ნომერი. საერთაშორისო კავშირის განსახორციელებლად იკრიფება საერთაშორისო პრეფიქსი - "00" შემდეგ გამოსაძახებელი ქვეყნის კოდი, შემდეგ კი გამოსაძახებელი აბონენტის ეროვნული ნომერი ან საოპერატორო კომპანიის არჩევის კოდი - 10XX, შემდეგ საერთაშორისო პრეფიქსი - "00", შემდეგ გამოსაძახებელი ქვეყნის კოდი და გამოსაძახებელი აბონენტის ეროვნული ნომერი. ფიქსირებულ და მობილურ სატელეფონო ქსელების აბონენტების მიერ ნომრის აკრეფის და კავშირის დამყარების ყველა სხვა წესი უცვლელი რჩება.ძველი და ახალი პრეფიქსების და ოპერატორების კოდების თანამოქმედება უზრუნველყოფილი იქნება 2012 წლის 11 იანვრამდე.