"გლობალსელი" ახალ სერვისს გთავაზობთ!
11:11 - 30.03.2012

სერვისი „ზარის ლოდინი“ საშუალებას გაძლევთ სატელეფონო საუბრისას შეიტყოთ მეორე შემომავალი ზარის შესახებ, მიიღოთ და დააყოვნოთ იგი თქვენი ხაზის გათავისუფლებამდე.

სერვისის ჩასართავად თქვენს მობილურ ტელეფონს უნდა ჰქონდეს ფუნქცია „ზარის ლოდინი“. ჩართვა/გამორთვა შესაძლებელია მობილური ტელეფონის შესაბამისი მენიუს საშუალებით. "ზარის ლოდინის" ჩართვა აგრეთვე შესაძლებელია შემდეგი კომბინაციებით:

  • ფუნქციის ჩართვა: *43 # და OK.
  • გამორთვა: #43# და OK.
  • სტატუსის შემოწმება: * # 43 # და OK.

სერვისის ჩართვა უფასოა!