"ვინ დარეკა?" - ახალი სერვისი "გლობალსელისგან" |
15:23 - 17.04.2012 |
„გლობალსელის“ აბონენტებს საშუალება გეძლევათ მოკლე ტექსტური შეტყობინების ან ელ-ფოსტზე შეტყობინების მიღების სახით შეიტყოთ იმის შესახებ, თუ ვინ გირეკავდათ, მაშინაც კი, როცა თქვენი ტელეფონი იყო გამორთული ან გასული მომსახურების ზონიდან.
-
SMS შეტყობინებას მიიღებთ, გამოტოვებული ზარიდან 4 საათის განმავლობაში ტელეფონის ჩართვისთანავე, ხოლო e-mail-ზე (რომელიც ხმოვან ფოსტაზე გაქვთ მიბმული) შეტყობინებას მიიღებთ დაუყოვნებლივ.
-
სერვისი „ვინ დარეკა?“ არ ჩაირთვება იმ შემთხვევაში, თუ თქვენ სარგებლობთ ხმოვანი ფოსტის მომსახურებით, რადგან ამ შემთხვევაში აბონენტი მოისმენს დატოვებულ ხმოვან შეტყობინებას.
-
მომსახურების ჩართვა და სარგებლობა სრულიად უფასოა.
! სერვისით სარგებლობა ხელმისაწვდომია "გლობალ სელის" 372 ინდექსით დაწყებულ ნომრებზე.
|