"პირადი ასისტენტის" უფასო სერვისი "გლობალ სელ"-ისგან! |
13:12 - 29.05.2012 |
"გლობალსელის" სერვისი "პირადი ასისტენტი" ითვალისწინებს კონსიერჟულ
სერვისებს: ბიზნეს, იურიდიულ და სამედიცინო მომსახურებებს, დახმარების
გაწევას საგანგებო სიტუაციებში და აგრეთვე, ზეპირი თარჯიმნის ფუნქციის
შეთავსებას. პროფესიონალი ექსპერტები მზად არიან დაგეხმარონ ნებისმიერ
სიტუაციაში, ნებისმიერ დროს, - სასტუმროს დაჯავშნიდან დაწყებული,
ბიზნეს-კონფერენციების მოწყობით დამთავრებული.
კონსიერჟული მომსახურების სფეროში 25 წლიანი
სამუშაო გამოცდილებისა და პარტნიორი ორგანიზაციების დიდი ქსელის (70,000-ზე
მეტი აკრედიტებული კონტრაქტორი და სპეციალისტი სხვადასხვა სფეროში მთელი
მსოფლიოს მაშტაბით) წყალობით, თქვენი "პირადი ასისტენტი" დაგეხმარებათ
დაცულად იგრძნოთ თავი საზღვარგარეთ ყოფნისას და მოაგვაროთ თქვენი
პრობლემები ოპერატიულად.
ონლაინ მთარგმნელი
-
26 სატელეფონო-ცენტრის დახმარებით მთელ მსოფლიოში, "პირადი ასისტენტი"
შეგისრულებთ ზეპირ თარგმანს (როგორც რუსულ, ასევე ინგლისურენოვან
აბონენტებს)
-
თარგმანი ხელმისაწვდომია 90 ენაზე
-
შესაძლებელია კონფერენც-ზარის ორგანიზებაც, რომელშიც ჩართული იქნება 3
ხაზი: "პირადი ასისტენტი", აბონენტი და პირი, ვისი საუბარიც უნდა
ითარგმნოს ("პირადი ასისტენტი" დაუკავშირდება მას და დაამატებს
კონფერენც-ზარში) აუცილებლობის შემთხვევაში, ჩაერთვება რამდენიმე თარჯიმანი
(მაგ: რუსულ–ინგლისური, ინგლისურ–არაბული).
იურიდიული დახმარება
-
ცნობა, კონკრეტული ქვეყნის კანონმდებლობის თავისებურებების შესახებ
-
ადვოკატის დახმარება
-
ურთიერთობა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთნ
-
თქვენი უფლებების დარღვევა
-
პრობლემები მოგზაურობისას
- სასტუმროს ძიება და დაჯავშნა
- ბილეთების ძიება და შეძენა ყველა სახის ტრანსპორტზე
- მანქანების გაქირავება
- ტაქსის გამოძახება
- დასვენება და გართობა (რესტორნები, კლუბები, ბარები, თეატრი, კინო, ექსკურსიები, შოპინგი და ა.შ.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია!
-
სერვისით სარგებლობისთვის, ინგლისურენოვან
ოპერატორთან დასაკავშირებლად, დარეკეთ ნომერზე: +372991, ხოლო რუსულენოვან
ოპერატორთან დასაკავშირებლად: +372992-ზე.
-
"გლობალსელის" აბონენტთათვის "პირადი ასისტენტის"
ყველა სერვისი ხელმისაწვდომია კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში,
მსოფლიოს 196 ქვეყანაში
-
2012 წლის დეკემბრამდე, "გლობალსელის" აბონენტი
სერვისით სარგებლობისას თავისუფალია დამატებითი დანახარჯებისგან – ზარის
ღირებულება (1წთ) "პირადი ასისტენტის" ნომერზე უტოლდება იმ ქვეყნის
გამავალი ზარის ტარიფს, რომელ ქვეყანაშიც იმყოფება აბონენტი.
|