"პირადი ასისტენტის" უფასო სერვისი "გლობალ სელ"-ისგან!
13:12 - 29.05.2012

support.jpg

 "გლობალსელის" სერვისი "პირადი ასისტენტი" ითვალისწინებს კონსიერჟულ სერვისებს: ბიზნეს, იურიდიულ და სამედიცინო მომსახურებებს, დახმარების გაწევას საგანგებო სიტუაციებში და აგრეთვე, ზეპირი თარჯიმნის ფუნქციის შეთავსებას. პროფესიონალი ექსპერტები მზად არიან დაგეხმარონ ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ დროს, - სასტუმროს დაჯავშნიდან დაწყებული, ბიზნეს-კონფერენციების მოწყობით დამთავრებული.  კონსიერჟული მომსახურების სფეროში 25 წლიანი სამუშაო გამოცდილებისა და პარტნიორი ორგანიზაციების დიდი ქსელის (70,000-ზე მეტი აკრედიტებული კონტრაქტორი და სპეციალისტი სხვადასხვა სფეროში მთელი მსოფლიოს მაშტაბით) წყალობით, თქვენი "პირადი ასისტენტი" დაგეხმარებათ დაცულად  იგრძნოთ თავი საზღვარგარეთ ყოფნისას და მოაგვაროთ თქვენი პრობლემები ოპერატიულად.


ონლაინ მთარგმნელი

  • 26 სატელეფონო-ცენტრის დახმარებით მთელ მსოფლიოში, "პირადი ასისტენტი" შეგისრულებთ ზეპირ თარგმანს (როგორც რუსულ, ასევე ინგლისურენოვან აბონენტებს)
  • თარგმანი ხელმისაწვდომია 90 ენაზე
  • შესაძლებელია კონფერენც-ზარის ორგანიზებაც, რომელშიც ჩართული იქნება 3 ხაზი: "პირადი ასისტენტი", აბონენტი და  პირი, ვისი საუბარიც უნდა ითარგმნოს ("პირადი ასისტენტი" დაუკავშირდება მას და დაამატებს კონფერენც-ზარში) აუცილებლობის შემთხვევაში, ჩაერთვება რამდენიმე თარჯიმანი (მაგ: რუსულ–ინგლისური, ინგლისურ–არაბული).

იურიდიული დახმარება 

  • ცნობა, კონკრეტული ქვეყნის კანონმდებლობის თავისებურებების შესახებ
  • ადვოკატის დახმარება
  • ურთიერთობა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთნ
  • ქვენი უფლებების დარღვევა
    პრობლემები მოგზაურობისას 
  • სასტუმროს ძიება და დაჯავშნა
  • ბილეთების ძიება და შეძენა ყველა სახის ტრანსპორტზე
  • მანქანების გაქირავება
  • ტაქსის გამოძახება
  • დასვენება და გართობა (რესტორნები, კლუბები, ბარები, თეატრი, კინო, ექსკურსიები, შოპინგი და ა.შ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია!

  • სერვისით სარგებლობისთვის, ინგლისურენოვან ოპერატორთან დასაკავშირებლად, დარეკეთ ნომერზე: +372991, ხოლო რუსულენოვან ოპერატორთან დასაკავშირებლად:  +372992-ზე.
  • "გლობალსელის" აბონენტთათვის "პირადი ასისტენტის" ყველა სერვისი ხელმისაწვდომია კვირაში 7 დღე, 24 საათის განმავლობაში, მსოფლიოს 196 ქვეყანაში
  • 2012 წლის დეკემბრამდე, "გლობალსელის" აბონენტი სერვისით სარგებლობისას თავისუფალია დამატებითი დანახარჯებისგან – ზარის ღირებულება (1წთ) "პირადი ასისტენტის" ნომერზე უტოლდება იმ ქვეყნის გამავალი ზარის ტარიფს, რომელ ქვეყანაშიც იმყოფება აბონენტი.