"გლობალ სელის" ახალი პროდუქტი SIM 4 ARMY
16:18 - 05.02.2013

sim_4_army.jpg„გლობალ სელის" ახალი პროდუქტი - SIM 4 ARMY საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ უფასო  შემომავალი  ზარებით ერაყში. ეს არის ბარათი, რომელიც მკვეთრად შეამცირებს თქვენი და თქვენი ახლობლების სატელეფონო ხარჯებს.

მხოლოდ SIM 4 ARMY-ს  მფლობელებს ექნებათ საშუალება, მიიღონ ზარები ერაყში სრულიად უფასოდ, ხოლო ერაყიდან  ნებისმიერი მიმართულებით დარეკონ წუთში 0,60 ცენტად.


ბარათის შეძენით თქვენ:

  • სარგებლობთ call  და sms სერვისით
  • არ გერიცხებათ არანაირი სააბონენტო გადასახადი
  • თანხა ბალანსზე აქტიური გაქვთ მანამ სანამ თავად არ გამოიყენებთ
  • არ გაქვთ შეზღუდვა შემომავალ ზარებზე მაშინაც კი, როცა ბალანსზე თანხა გეწურებათ.


ტარიფები SIM 4 ARMY:

  • შემომავალი ზარი: 0.00 ცენტი
  • გამავალი ზარი: 0.60 ცენტი
  • SIM MENU SMS: 0.10 ცენტი

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

  • სიმ ბარათის შესაძენად საჭიროა წარმოადგინოთ საქართველოს შეიარაღებულ ძალების წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • სიმ- ბარათის ღირებულებაა 13 ლარი (ფასი მოცემულია ლარში დღგ-ს ჩათვლით)
  • სიმ-ბარათის შეძენა შესაძლებელია გლობალსელის სათაო ოფისში, მისამართზე: კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქ. N25
  • ! SIM 4  ARMY -ს აქვს შეზღუდული კავშირი სტანდარტულ სიმ-ბარათებთან!

  "გლობალსელი" ზრუნავს თქვენზე ცხელ წერტილებში!