„გლობალ სელის“ ახალი სერვისი “Home Callback”
13:33 - 19.09.2013

call_back.jpg

 

ახალი სერვისი საშუალებას გაძლევთ გამოიყენოთ „გლობალ სელის“ ნომერზე გაუხარჯავი ბალანსი, მაშინაც კი, როდესაც სამშობლოში იმყოფებით. მაგალითად,  „გლობალ სელის“ ბარათზე გაქვთ დარჩენილი 10 USD.  ეს ბალანსი შეგიძლიათ გამოიყენოთ ქართული ნომრიდან (მაგთი, ბილაინი, ჯეოსელი) დარეკვისას.

 

  სერვისის გამოყენებისათვის აუცილებელია:

  • ზარის გადამისამართების ჩართვა:

1. აქტივაცია: „გლობალ სელის“ ნომერზე უნდა აკრიფოთ კომბინაცია: *146*081*00 [ქვეყნის კოდი][ქალაქის ან მობილური ინდექსი][ნომერი]# და OK. (მაგ: *146*081*00995592030445 #).
2. დეაქტივაცია:*146*080# და OK.

  • ზარის გადამისამართების შემდგომ ლოკალური ნომრიდან უნდა გააგზავნოთ SMS-ი   ნომერზე +447700313131, ტექსტში უნდა მიუთითოთ ნომერი, რომელსაც უკავშირდებით (მაგ: 592030445), SMS-ის გაგზავნის შემდეგ, რამდენიმე წამში მიიღებთ შემომავალ ზარს, უპასუხეთ და ესაუბრეთ ადრესატს, რომლის ნომერიც მიუთითეთ SMS-ის ტექსტის ველში. (მაგ:592030445)
  • SMS-ის ღირებულებას იხდით ლოკალური ნომრიდან
  • ზარის ღირებულებას იხდით თქვენი „გლობალ სელის“ ნომრიდან

სერვისის აქტივაცია უფასოა!

ტარიფები