ხელის დეზინფექტანტი საჩუქრად
13:40 - 29.02.2020
zz.png
ხელის ჰიგიენა ინფექციური და ბაქტერიული დაავადებებისგან დაცვის ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა.
 
გლობალ სელი ითვალისწინებს ვირუსულ-ინფექციური დაავადებების გავრცელების გაზრდილ საფრთხეს და 1-ლი მარტიდან აბონენტებს საჩუქრად გადასცემს ხელის დეზინფექტანტს - „ელექსირი ხელის დეზინფექციისთვის".
  • საერთაშორისო სიმ-ბარათის შეძენისას;
  • ბალანსის 50 ლარით შევსებისას;
  • მინიმუმ 1 კვირიანი იმედი L -ის სამოგზაურო სადაზღვევო პოლისის შეძენისას.   
„ელექსირი ხელის ჰიგიენისთვის“ არის ინოვაციური, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რომელიც გამოიყენება ხელების სწრაფი დეზინფექციისთვის. იგი ასუფთავებს და იცავს თქვენს ხელებს ბაქტერიების, ვირუსების, სოკოებისა და სხვა პათოგენების ფართო სპექტრისგან.

შედეგიანობა:
  • ხელის საიმედო დეზინფექცია 20 წამში; ქირურგიული დონის დეზინფექცია მიიღწევა 30 წამში;
  • გამოსადეგია გამშრალი კანის დასატენიანებლად;
  • ახასიათებს ფართო მოქმედების სპექტრი ბაქტერიებსა და მათი სპორების (Enterobacter, Escherichia, Klebsiella, Salmonella, Staphylococcus, Enterococcus, etc.), სოკოების (Candida albicans), ვირუსების (HBV, HIV, HCV, Herpes simplex, influenza A, SARS Coronavirus, Adenovirus, etc.) და უმარტივესების წინააღმდეგ;
  • იდეალურია მოგზაურობებსა და ლაშქრობებში;
  • სამედიცინო დაწესებულებებში და საზოგადოებრივი ტრანსპორტში მგზავრობის შემდეგ ხელების დასამუშავებლად;
  • კვების ობიექტებში (რესტორნები, კაფეები...);
  • არ შეიცავს მავნე საღებავებს, არომატიზატორებს ან გამაღიზიანებელ ნივთიერებებს (სპირტები, დეტერგენტები);
  • არ აღიზიანებს კანს, თვალებს და ლორწოვან გარსს არატოქსიკური გვერდითი პროდუქტების წარმოქმნით (ქლორიდები - Cl-, ქლორიტები - ClO2-, ქლორატები - ClO3-)
  • შესაფერისია ყველა ჰიგიენასთან დაკავშირებულ სფეროში, როგორიცაა ჯანდაცვა, მრეწველობა, ჰიგიენის დაცვა სახლის პირობებში, საექთნო საქმე, ჩვილთა მოვლა;

 
*აქციით სარგებლობა შესაძლებელია გლობალ სელის ფილიალებსა და სერვის-ცენტრებში:

- ცენტრალური ფილიალი - თბილისი, მარი ბროსეს 2, ბიზნეს-ცენტრი „სახლი ოპერასთან“ 
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-20:00
შაბათ-კვირა და ოფიციალური უქმე დღეები: 10:00-18:00

- თბილისის აეროპორტის ს/ც, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, 24/7
- ქუთაისის აეროპორტის ს/ც, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, 24/7