საგანგებო განცხადება
17:44 - 17.03.2020
2020 წლის 18 მარტიდან შპს „გლობალ სელი“ დროებით დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადადის 

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური საფრთხის გათვალისწინებით, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კომპანია „გლობალ სელის“ მომსახურების ყველა ოფისი (ცენტრალური ფილიალის ჩათვლით) სრულად გადადის დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. 

„გლობალ სელის“ აბონენტები ბალანსის შევსებას შეძლებენ ყველა აპრობირებული მეთოდის გამოყენებით:
  • გლობალ სელის ვებ-გვერდიდან: www.globalcell.ge
  • სწრაფი ჩარიცხვის აპარატების (და შესაბამისი ვებ-გვერდების) საშუალებით
  • ინტერნეტ ბანკინგით და სხვ.
 
ასევე, უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს კომპანიის 24 საათიანი სატელეფონო ცხელი ხაზი: 110 007 და +995 322 420 200 

კომპანია „გლობალ სელი“ ბოდიშს გიქმნით შექმნილი დისკომფორტისთვის და იმედს გამოვთქვამთ, რომ დროის მოკლე შუალედში შევძლებთ სრულფასოვან სამუშაო რეჟიმში დაბრუნებას.
 

გისურვებთ ჯანმრთელობას!