პერსონალურ მონაცემთა დაცვა ბეჭდვა ელფოსტა
14:03 - 21.05.2024
web pers.jpg
 
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ შპს "გლობალ სელის" მორიგი არაგეგმიური შემოწმება (ინსპექტირება) განხორციელდა.

შემოწმების ფარგლებში შესწავლილ იქნა შპს "გლობალ სელის" მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების, მათ შორის, 2024 წლის 1 მარტიდან ამოქმედებული ახალი რეგულაციების დაცვისა და მისი საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხები.

არაგეგმიური შემოწმება განხორციელდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2024 წლის 05 აპრილის # ბ / 0310 - 2024 ბრძანების საფუძველზე შექმნილი სპეციალური საინსპექციო ჯგუფის მიერ, 15 წევრის შემადგენლობით.

ინსპექტირების შედეგად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მხრიდან არ გამოვლენილა შპს "გლობალ სელის" მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების არცერთი დარღვევა ან/და გადაცდომა.

შეგახსენებთ, რომ შპს "გლობალ სელისთვის", ერთ-ერთ უმთავრეს და ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს მომხმარებელთა უფლებებთან დაკავშირებული საუკეთესო სტანდარტების, მათ შორის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში მოქმედი როგორც ეროვნული (შიდასახელმწიფოებრივი), ისე საერთაშორისო სამართლებრივი აქტებისა და რეგულაციების სრულად, ზედმიწევნით და განუხრელად დაცვა, ჩვენი საქმიანობის განხორციელების ნებისმიერ პროცესში.
 

გამოკითხვა

"გლობალ სელის" რომელ სერვისს იყენებთ ყველაზე ხშირად?

“გლობალ სელი” იუსტიციის სახლში

11:29 - 17.06.2024
სიმ-ბარათის შეძენა ყველა ფილიალშია შესაძლებელი
 

სიახლე სიმ-ბარათით სარგებლობისას

13:15 - 30.05.2024
ცვლილება დაფარვის ზონასთან დაკავშირებით
 
სხვა სიახლეები 

სად შევიძინოთ



ფიზიკური პირები

კორპორატიული მომსახურება

დილერები