პორტირების ფორმა
„გლობალ სელის“ ქსელში ნომრის პორტირება უფასოა და შესაძლებელია ონლაინ, „გლობალ სელის“ ოფისში ვიზიტით და დასაპორტირებელი ნომრიდან SMS ის გაგზავნის საშუალებით ნომერზე 99900.
ბოლო მომხმარებლის (აბონენტის) მიერ მიმღებ ოპერატორთან წარდგენილი განცხადება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:
• პორტირების მსურველი პირის სახელს და გვარს;
• პორტირების მსურველი პირის პირად ნომერს;
• პორტირების მსურველი პირის იმ სააბონენტო სატელეფონო ნომერს/ნომრებს, რომლის პორტირებასაც ითხოვს აბონენტი;
• დონორი ოპერატორის სახელწოდებას;
• პორტირების მსურველი პირის საკონტაქტო ინფორმაციას;
• სააბონენტო სატელეფონო ნომრის/ნომრების პორტირების სასურველ დროს;
• მობილური სააბონენტო ნომრის პორტირების შემთხვევაში სტანდარტული სიმბარათ(ებ)ის მიღების ადგილს;
• მობილური სააბონენტო ნომრის პორტირების შემთხვევაში სტანდარტული სიმბარათის მიღებაზე უფლებამოსილი პირის სახელს, გვარს და პირად ნომერს, თუ ეს პირი არ წარმოადგენს დასაპორტირებელი სააბონენტო ნომრის მფლობელს. თუ სიმ ბარათის მიმღები პირი არ არის ნომრის მფლობელი, მაშინ ასეთ პირზე შეიძლება გაიცეს არაუმეტეს 2 სიმ ბარათისა.
ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში:
• პორტირების მსურველი იურიდიული პირის სახელწოდებას და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის სახელს და გვარს;
• იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო კოდს;
• პორტირების მსურველი იურიდიული პირის იმ სააბონენტო სატელეფონო ნომერს/ნომრებს, რომლის პორტირებასაც ითხოვს პირი;
• დონორი ოპერატორის სახელწოდებას;
• პორტირების მსურველი იურიდიული პირის საკონტაქტო ინფორმაციას;
• სააბონენტო ნომრის/ნომრების პორტირების სასურველ დროს.
პორტირება ხორციელდება განაცხადის რეგისტრირებიდან 1-5 სამუშაო დღის განმავლობაში.
გაითვალისწინეთ, რომ პორტირება ვერ იქნება წარმატებული, თუ:
• თუ სააბონენტო ნომერი, რომლის პორტირებასაც ითხოვს პირი ეკუთვნის სხვა პიროვნებას, ან სააბონენტო ნომრის მფლობელი დაუდგენელია;
• პორტირების მსურველ პირს უკვე წარდგენილი აქვს განაცხადი იგივე სააბონენტო ნომრის სხვა მიმღებ ოპერატორთან პორტირების თაობაზე;
• აბონენტად გახდომიდან, ან ნომრის უკანასკნელი პორტირებიდან არ გასულა 30 კალენდარული დღე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მომხმარებელი, დონორი და მიმღები ოპერატორი შეთანხმდნენ პორტირების შესაძლებლობის დადგენილ ვადაზე ადრე განხორციელების თაობაზე;
• პორტირების მსურველ პირს, იმ სააბონენტო ნომერზე, რომლიც პორტირებასაც ითხოვს, დონორი ოპერატორისგან მიღებულ მომსახურებაზე გააჩნია წინა თვის/თვეების დავალიანება, ან/და დავალიანების გამო შეზღუდული აქვს მომსახურების მიწოდება.
“გლობალ სელის“ მობილურ ქსელში შესაძლებელია ქართული GSM მობილური ოპერატორების ნომრების პორტირება.
“გლობალ სელის“ ფიქსირებულ ქსელში („გლობალ ტელ“) შესაძლებელია თბილისის ფიქსირებული ქსელის ნომრების პორტირება.
ოფისში ვიზიტის შემთხვევაში პორტირების განაცხადის შევსება ხორციელდება ადგილზე.
ონლაინ, ელექტრონული პორტირების განაცხადის შევსებისას აუცილებელია შეავსოთ ყველა გრაფა.
გაითვალისწინეთ, რომ ელექტრონული განაცხადის შევსება არ არის საკმარისი პორტირების პროცესის დასაწყებად. განაცხადის შევსების შემდეგ დაგიკავშირდებიან პორტირების სამსახურიდან შემდგომი ინსტრუქციების გაცნობის მიზნით.
* -ით აღნიშნულია აუცილებლად შესავსები ველი