Global-GPRS/3G ბეჭდვა ელფოსტა
22:42 - 01.09.2010

Global-GPRS/3G არის გლობალსელის სერვისი, რომელიც გაძლევთ საშუალებას თითქმის მთელ მსოფლიოში ისარგებლოთ მობილური ინტერნეტით.

მომსახურების გამართულად მუშაობისათვის აუცილებელია რომ ტელეფონის მენიუში, მობილური ინტერნეტის პარამეტრების შესაბამის ველებში შეიტანოთ შესაბამისი ინფორმაცია.

GPRS/WAP პარამეტრების ხელით კონფიგურირება:

  • APN: send.ee
  • Username: გლობალსელის ნომერი ფორმატით 372YYXXXXXX (11 ციფრი)
  • password: დატოვეთ ცარიელი (No password - პაროლის გარეშე)

მნიშვნელოვანი ინფორმაცია!

  • გლობალ GPRS -ით სარგებლობისათვის აუცილებელი მინიმალური ბალანსია 10 $.
  • მომხმარებელთა ინტერესების დაცვის და მობილური ინტერნეტის უკონტროლო ხარჯების თავიდან არიდების მიზნით, ყველა ნომერზე დაყენებულია მობილური ინტერნეტის ხარჯის ლიმიტი - თვეში 50 $-ის ოდენობით. 
  • აბონენტებს შეუძლიათ, საკუთარი შეხედულებისამებრ, გაზარდონ ლიმიტი კომბინაციით *146*891*ლიმიტის თანხა # და OK. სასურველი ლიმიტის დაყენებისათვის, აუცილებელია, რომ ლიმიტის თანხა იყოს ანგარიშზე, ანუ თუ გსურთ, ინტერნეტის ლიმიტი იყოს 200$, ამისათვის ლიმიტის დაყენებისას, თქვენს ბალანსზე უნდა იყოს მინიმუმ 200$ ნაშთი.
  • ლიმიტის 80% ამოწურვისთანავე, ავტომატურად გამოგეგზავნებათ მოკლე ტექსტური შეტყობინება.
  • ლიმიტის სრული ამოწურვის შესახებ ინფორმაციაც ასევე SMS-ის საშუალებით გეცნობებათ.
  • ინტერნეტის ჩასართავად შექმნილია WAP/GPRS/3G პარამეტრების კონფიგურაციის ავტომატურად დაყენების უნიკალური შესაძლებლობა (იხილეთ: გლობალ Installer).

  ! სერვისით სარგებლობა ხელმისაწვდომია "გლობალ სელის" 372 ინდექსით დაწყებულ ნომრებზე. 

გთხოვთ, იხილოთ GPRS-ის  ტარიფები

 

გამოკითხვა

"გლობალ სელის" რომელ სერვისს იყენებთ ყველაზე ხშირად?

აბონენტთა საყურადღებოდ!

22:50 - 15.01.2024
ცვლილება ბრიტანული ნომრით სარგებლობის პირობებთან დაკავშირებით
 

გილოცავთ შობა - ახალ წელს!

17:13 - 27.12.2023
ინფორმაცია სადღესასწაულო დღეების სამუშაო განრიგის შესახებ
 
სხვა სიახლეები 

სად შევიძინოთ



ფიზიკური პირები

კორპორატიული მომსახურება

დილერები