“გლობალ სელი“ არის ქართული კომპანია, რომელიც ყიდის მსოფლიო ქსელში ჩართულ საერთაშორისო სიმ-ბარათებს (ევროპული, ქართული, ბრიტანული და ამერიკული ნომრებით) უფასო ზარებით როუმინგში.
“გლობალ სელი“ არის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ავტორიზებული ახალი ქართული მობილური ოპერატორი ინდექსით +995 559 (MCC / MNC - 282/07) და ფიქსირებული ქსელის პროვაიდერი.
“გლობალ სელის” აბონენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, მიიღონ უფასო შემომავალი ზარები როუმინგში მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში და ისარგებლონ საუკეთესო ხარისხით მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. დახვეწილი და მუდმივად ინოვაციური მობილური სერვისები, სპეციალური ფასდაკლებები და აქციები, ბალანსის შევსების ყველა აპრობირებული მეთოდი, ხელსაყრელი შეთავაზებები სპეციალური პირებისათვის და 24 საათიანი ცხელი ხაზი და LiveChat - "გლობალ სელის" უმაღლესი სტანდარტია.
„გლობალ სელის“ საერთაშორისო როუმინგული სიმ-ბარათები ინოვაციური პროდუქტია სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, რომელიც საქართველოში შემოვიდა 2009 წელს და აბონენტებს სთავაზობს ყველაზე ხარისხიან, ფართომასშტაბიან და წარმოუდგენლად იაფ როუმინგულ კავშირს.
დაარსების დღიდან, ჩვენ მუდმივ სიახლეებს ვთავაზობთ აბონენტებს: გაფართოვდა "გლობალ სელის" დაფარვის ზონა, გაიზარდა იმ ქვეყანათა სია, სადაც უფასოა შემომავალი ზარი, რიგ ქვეყნებში 60%-ით შემცირდა გამავალი ზარის ტარიფი. სწორედ ამიტომ, კომპანია დღემდე წარმატებით ახორციელებს საერთაშორისო სიმ-ბარათების რეალიზაციას.
„გლობალ სელის“ როუმინგით სარგებლობს 100 000-ზე მეტი აბონენტი, მათ შორის უმაღლესი სახელმწიფო ორგანოები, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები, საერთაშორისო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები და საცალო კლიენტები.
იხილეთ პრეზენტაცია
|