12:34 - 25.03.2011 |
"გლობალსელის" მომხმარებელთათვის ძალზედ გამარტივდა მობილური ინტერნეტის ჩართვის პროცედურა და შეიქმნა WAP/GPRS/3G პარამეტრების კონფიგურაციის ავტომატური დაყენების უნიკალური შესაძლებლობა.
-
პირველ ეტაპზე, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ "გლობალსელის" ნომრიდან sms-ის სახით საკუთარი მობილური ტელეფონის IMEI კოდი მოკლე ნომერზე - 9100 ან შეგიძლიათ დარეკოთ სატელეფონო ცენტრში ნომერზე: +995322420200 და თქვენი ტელეფონის IMEI კოდი ოპერატორს უკარნახოთ. (IMEI კოდის გასაგებად საჭიროა შემდეგი კომბინაციის აკრეფა: *#06# )
-
IMEI კოდის მიღებიდან რამდენიმე წუთში, თქვენ ავტომატურად გადმოგეგზავნებათ SMS – ის სახით ოთხნიშნა კოდი (გამოიყენეთ პარამეტრების შესანახად) და სპეციალური პარამეტრები, რომლის შენახვისათვის პუნქტში “options” უნდა აირჩიოთ ღილაკი “save”.
- კოდის დამახსოვრების შემდეგ, ეკრანზე გაჩნდება წარწერა: „Set as default settings?” („დავაყენოთ ნაგულისხმევ პარამეტრებად?“)
- დააჭირეთ ღილაკს „Yes” (დიახ) და ინტერნეტის პარამეტრები ავტომატურად შეინახება თქვენს ტელეფონში.
- მომსახურებით სარგებლობისათვის აუცილებელი მინიმალური ბალანსია 10 $.
-
"გლობალსელის" მომხმარებელთათვის WAP/GPRS/3G-სერვისით სარგებლობა თითქმის მთელ მსოფლიოშია შესაძლებელი. მომსახურების ტარიფები განისაზღვრება "გლობალსელის" როუმინგულ პარტნიორთა სატარიფო სქემის მიხედვით, რის გამოც ჩვენი აბონენტი სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობისას, განსხვავებული ქსელებით სარგებლობისას, მობილურ ინტერნეტზე იხდის განსხვავებულ საფასურს.
! სერვისით სარგებლობა ხელმისაწვდომია "გლობალ სელის" 372 ინდექსით დაწყებულ ნომრებზე.
Set up phone for Internet
|