გლობალ Installer ბეჭდვა ელფოსტა
12:34 - 25.03.2011
"გლობალსელის" მომხმარებელთათვის ძალზედ გამარტივდა მობილური ინტერნეტის ჩართვის პროცედურა და შეიქმნა WAP/GPRS/3G პარამეტრების კონფიგურაციის ავტომატური დაყენების უნიკალური შესაძლებლობა. 
  • პირველ ეტაპზე,  შეგიძლიათ გამოაგზავნოთ "გლობალსელის" ნომრიდან sms-ის სახით საკუთარი მობილური ტელეფონის IMEI კოდი მოკლე ნომერზე - 9100 ან შეგიძლიათ დარეკოთ სატელეფონო ცენტრში ნომერზე: +995322420200 და თქვენი ტელეფონის IMEI კოდი ოპერატორს უკარნახოთ. (IMEI კოდის გასაგებად საჭიროა შემდეგი კომბინაციის აკრეფა: *#06# )
  • IMEI კოდის მიღებიდან რამდენიმე წუთში, თქვენ ავტომატურად გადმოგეგზავნებათ SMS – ის სახით ოთხნიშნა კოდი (გამოიყენეთ პარამეტრების შესანახად) და სპეციალური პარამეტრები, რომლის  შენახვისათვის პუნქტში “options” უნდა აირჩიოთ ღილაკი “save”. 
  • კოდის დამახსოვრების შემდეგ, ეკრანზე გაჩნდება წარწერა: „Set as default settings?” („დავაყენოთ ნაგულისხმევ პარამეტრებად?“)
  • დააჭირეთ ღილაკს „Yes” (დიახ) და ინტერნეტის პარამეტრები ავტომატურად შეინახება თქვენს ტელეფონში. 
  • მომსახურებით სარგებლობისათვის აუცილებელი მინიმალური ბალანსია 10 $.
  • "გლობალსელის" მომხმარებელთათვის WAP/GPRS/3G-სერვისით სარგებლობა თითქმის მთელ მსოფლიოშია შესაძლებელი. მომსახურების ტარიფები განისაზღვრება "გლობალსელის" როუმინგულ პარტნიორთა სატარიფო სქემის მიხედვით, რის გამოც ჩვენი აბონენტი სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობისას, განსხვავებული ქსელებით სარგებლობისას, მობილურ ინტერნეტზე იხდის განსხვავებულ საფასურს. 

 

! სერვისით სარგებლობა ხელმისაწვდომია "გლობალ სელის" 372 ინდექსით დაწყებულ ნომრებზე. 

Set up phone for Internet

 

გამოკითხვა

"გლობალ სელის" რომელ სერვისს იყენებთ ყველაზე ხშირად?

„გლობალ სელი“ 15 წლისაა!

13:38 - 05.04.2024
უპრეცედენტო საიუბილეო აქცია!
 

აბონენტთა საყურადღებოდ!

22:50 - 15.01.2024
ცვლილება ბრიტანული ნომრით სარგებლობის პირობებთან დაკავშირებით
 
სხვა სიახლეები 

სად შევიძინოთ



ფიზიკური პირები

კორპორატიული მომსახურება

დილერები