როგორ დავრეკოთ? ბეჭდვა ელფოსტა
11:50 - 31.05.2011
დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით ჩვენი მომსახურებით!
გლობალსელი გაძლევთ საშუალებას, განახორციელოთ ზარები, მსოფლიოს 196 ქვეყნიდან, ნებისმიერი მიმართულებით უპრეცედენტოდ დაბალი ტარიფებით მთელ მსოფლიოში.
გლობალსელის ყველა გამავალი ზარი საერთაშორისო ფორმატისაა.
 
  • როგორ ვრეკავთ გლობალსელიდან? გლობალსელიდან დასარეკად, აკრიფეთ ნომერი საერთაშორისო ფორმატით + 995 (ქვეყნის კოდი), XX (ქალაქის ან მობილური ოპერატორის ინდექსი) და აბონენტის ნომერი. მაგ: 00995 322 420 200. დააჭირეთ დარეკვის ღილაკს, ეკრანზე გაჩნდება წარწერა "Wait for call, Balance IS ... (თქვენი მიმდინარე ბალანსი)". რამდენიმე წამში მიიღებთ შემომავალ ზარს. მხოლოდ უპასუხეთ ამ ზარს და ისაუბრეთ ადრესატთან!
  • გლობალსელიდან დარეკვის ალტერნატიული წესი: თუ თქვენს მობილურ ტელეფონს არ აქვს USSD მხარდაჭერა, ზარებსა და sms-ებს მიიღებთ ჩვეულებრივად, მაგრამ დარეკვისას დაგჭირდებათ სპეციალური პრეფიქსის აკრეფა: აკრიფეთ *146* 00 (ქვეყნის კოდი) (ქალაქის კოდი) (ტელეფონის ნომერი) # და დააჭირეთ დარეკვის ღილაკს. მაგ.: *146*00995322420200# და OK. თქვენ შეგიძლიათ შეინახოთ ამ ფორმატით აკრეფილი ნომრები მობილური ტელეფონის კონტაქტებში.
  • გლობალსელიდან დარეკვის მეორე ალტერნატიული წესი: გლობალსელიდან დასარეკად, შეგიძლიათ გამოიყენოთ "GLOBALMENU - ს" ქვემენიუ "CALL". აკრიფეთ ნომერი საერთაშორისო ფორმატით, ხოლო "+" -ის ნაცვლად, აკრიფეთ 00. მაგ.: 00 995 322 420 200.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია!
  • სპეციალური პარამეტრები:  ბარათის ტელეფონში მოთავსებისას აუცილებელია გასწორდეს ერთჯერადი ტექნიკური პარამეტრები: 
  • Android: Globalmenu (SIM Menu) - settings - service code - 1101 - ok
  • IOS: settings - cellural - sim application - service code - 1101 - ok
  • ქსელის შერჩევა: ტექნიკური ფაქტორების გამო, თქვენმა აპარატმა შეიძლება ავტომატურად ვერ დააფიქსიროს მასპინძელი ოპერატორის ქსელი, ამ შემთხვევაში ქსელის შერჩევა ხელით მოგიწევთ:
  • Android: settings - connections (wireless and networks) - mobile networks - search manually - აირჩიეთ ქსელი
  • IOS: settings - cellural - network selection - გამორთეთ ავტომატური რეჟიმი, აირჩიეთ ქსელი.
  • აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება რომელია თქვენი სიმ-ბარათის შესაბამისი პარტნიორი ქსელები კონკრეტულ ქვეყანაში.

 

როგორ დამირეკონ გლობალსელის ნომერზე?

საქართველოდან თქვენთან დასაკავშირებლად, მობილურიდან უნდა აკრიფონ  00 372 YY XXXXXX,

ხოლო ქალაქის ფიქსირებული ნომრიდან უნდა აკრიფონ  00 372 YY XXXXXX  ან   1010/1016/1018 00  372 YY XXXXXX

შემცირებული ტარიფი საქართველოდან „გლობალსელის“ ნომერზე დარეკვისას

 

 


 

გამოკითხვა

"გლობალ სელის" რომელ სერვისს იყენებთ ყველაზე ხშირად?

აბონენტთა საყურადღებოდ!

22:50 - 15.01.2024
ცვლილება ბრიტანული ნომრით სარგებლობის პირობებთან დაკავშირებით
 

გილოცავთ შობა - ახალ წელს!

17:13 - 27.12.2023
ინფორმაცია სადღესასწაულო დღეების სამუშაო განრიგის შესახებ
 
სხვა სიახლეები 

სად შევიძინოთ



ფიზიკური პირები

კორპორატიული მომსახურება

დილერები