დიდი მადლობა, რომ დაინტერესედით ჩვენი მომსახურებით!
გლობალ სელზე ბალანსის შევსება შესაძლებელია:
- სწრაფი გადახდის ტერმინალებიდან(NOVA, TBCPAY, EXPRESSPAY) და შესაბამისი ვებ-გვერდების საშუალებით www.globalcell.ge, www.ipay.ge, www.mypay.ge, www.paybox.ge, www.moneymovers.ge, www.tbcpay.ge;
- ქართული ბანკების ინტერნეტ-ბანკინგის საშუალებით;
-
V-POS-ის საშუალებით(ბალანსის შევსების ტრანზაქცია თქვენს ნომერზე შესრულდება "ბარათის გარეშე". თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ დარეკოთ გლობალსელის სატელეფონო ცენტრში, ნომერზე 11 00 07 ან +995 322 420 200, მოითხოვოთ ბალანსის შევსება საკრედიტო ბარათით, ოპერატორს უკარნახოთ პლასტიკური ბარათის მონაცემები (ბარათის ნომერი და მოქმედების ვადა) და ბარათის ტერმინალზე გატარების გარეშე, დარიცხოთ სასურველი თანხა თქვენი ნომრის ანგარიშზე.);
- "გლობალ სელის" ფილიალებსა და ს/ც-ებში.
არ არის შეზღუდვა და დაწესებული ლიმიტი ბალანსის შევსებისას, შეგიძლიათ შეავსოთ ბალანსი 1 ლარიდან, თქვენი სურვილისამებრ!
|