11:52 - 29.03.2012 |
2012 წლის 29 მარტიდან "გლობალსელის" აბონენტებისათვის ხელმისაწვდომი გახდა თანამედროვე, მოქნილი და უნივერსალური ანგარიშსწორების სისტემა PAY.GE -ით სარგებლობა.
მომხმარებელს თანხის გადახდა შეუძლია ნებისმიერი ტიპის ვიზა ან მასტერქარდ ბარათით, გარდა ამისა მომხმარებლებს შეუძლიათ გადაიხადონ PAY. GE-ის სისტემის სხვადასხვა ბარათებით და emoney ელექტრონული საფულის მეშვეობით. PAY. GE უნივერსალური სისტემაა. მომხმარებელს თავისი სურვილის მიხედვით შეუძლია გადაიხადოს პლასტიკური ბარათით, მობილური ტელეფონის SMS გზავნილით, ინტერნეტით, facebook-ით ან სწრაფი გადახდის ტერმინალების საშუალებითაც.
|