„ქართველი ოლიმპიელების იაფ როუმინგულ კავშირს უზრუნველყოფს "გლობალსელი“ |
18:56 - 25.07.2012 | |
ოლიმპიური თამაშებისას ქართველი სპორტსმენების უწყვეტ როუმინგულ კავშირს უზრუნველყოფს „გლობალსელი“. პროექტის მიზანია - ქართველი ოლიმპიელების მხარდაჭერა და მოტივაციის ამაღლება. „გლობალსელს“, როგორც ქართულ კომპანიას სურს, ქართველების წარმატებაში გარკვეული წვლილი შეიტანოს და მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას ოლიმპიადაზე წასულ სპორტსმენებს, რათა მათ ჰქონდეთ უწყვეტი და ხარისხიანი კავშირი, როგორც სამშობლოსთან, ასევე მთელ მსოფლიოსთან.
„გლობალსელი“ გისურვებთ გამარჯვებას!
|