„გლობალ სელის“ ახალი სერვისი „კონფერენც ზარი!“ ბეჭდვა ელფოსტა
12:20 - 09.04.2013

conference.jpgგლობალ სელის“ აბონენტებს შეუძლიათ ისარგებლონ ახალი სერვისით „კონფერენც ზარი“, ამისათვის თქვენი ნომრიდან უნდა დარეკოთ ნომერზე  +372993.
„კონფერენც ზარში“ მონაწილე აბონენტთა მაქსიმალური რაოდენობაა 10.
„კონფერენც ზარის“ ტარიფი:  „გლობალ სელის“ აბონენტი, ვინც მოახდენს კონფერენც ზარის ორგანიზებას, იხდის გამავალი ზარის ღირებულებას.

 


მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

  • „გლობალ სელის“ აბონენტმა ( მაგ: აბონენტი A)  უნდა დარეკოს კონფერენც ნომერზე +372993
  • აბონენტმა (A) უნდა დააჭიროს ღილაკს  (*) იმისათვის, რომ დაამატოს კონფერენც ზარში მონაწილე სხვა აბონენტები.  თუ მოთხოვნა არ შესრულდა 10 წამის განმავლობაში, საჭიროა ღილაკზე (*) ისევ დაჭერა.
  • (*) დაჭერის შემდგომ, აბონენტმა  უნდა დაამატოს  კონფერენც ზარში მონაწილე სასურველი  ნომერი  საერთაშორისო ფორმატით   (მაგ. 00 372 YY XX XX XX , ან +372 YY XX XX XX, 372 YY XX XX XX)  კონფერენც ზარში ჩართვა  შეუძლია  არამარტო „გლობალ სელის“  ნომერს არამედ ნებისმიერ ნომერს.
  • აბონენტის დასამატებლად კონფერენც ზარში საჭიროა დაჭერა ღილაკზე (*). ხოლო ზარის დასასრულებლად და კონფერენცში დასაბრუნებლად უნდა დააჭიროთ ღილაკს (#)
  • იმ შემთხვევაში თუ (B1) აბონენტთან დაკავშირება წარუმატებელი აღმოჩნდა (არასწორი ნომერი ან უპასუხო ზარი),   აბონენტს (A) შეუძლია გამოიყენოს   ხმოვანი ფოსტა.
  • სანამ აბონენტი A ამატებს სხვა ნომრებს, აბონენტი B ისმენს მუსიკას.
  • თუ  კონფერენციაში უკვე ჩართულია 9 აბონენტი B აბონენტის დამატებისას, აბონენტი A მიიღებს ხმოვან შეტყობინებას აბონენტების მაქსიმალური რაოდენობის შესახებ და დაბრუნდება კონფერენციაში.
  • თუ აბონენტი A დაასრულებს ზარს ყველა ზარი დასრულდება.  თუ ზარის ერთ-ერთი ადრესატი (გარდა ზარის ინიციატორისა) დაკიდებს ყურმილს, ყველა სხვა  აბონენტი რჩება ხაზზე. ყოველ ჯერზე როცა ზარის ადრესატი ასრულებს ზარს, სისტემა აბონენტს (A)  აძლევს ხმოვან შეტყობინებას და საშუალებას დაამატოს ახალი აბონენტი, ღილაკზე (*) დაჭერით. შესაბამისად აბონენტმა A იცის, რომ რამდენი  აბონენტი გამოეთიშა საუბარს.

 

 

 

 

 

გამოკითხვა

"გლობალ სელის" რომელ სერვისს იყენებთ ყველაზე ხშირად?

აბონენტთა საყურადღებოდ!

22:50 - 15.01.2024
ცვლილება ბრიტანული ნომრით სარგებლობის პირობებთან დაკავშირებით
 

გილოცავთ შობა - ახალ წელს!

17:13 - 27.12.2023
ინფორმაცია სადღესასწაულო დღეების სამუშაო განრიგის შესახებ
 
სხვა სიახლეები 

სად შევიძინოთ



ფიზიკური პირები

კორპორატიული მომსახურება

დილერები