ფასდაკლება გამავალ ზარებზე საქართველოს და სხვა ქვეყნების მიმართულებით |
15:30 - 15.08.2014 | |
"გლობალ სელ"-ის აბონენტებს შეუძლიათ ჩაერთონ აქციაში: "ფასდაკლებული ტარიფები საქართველოში დარეკვისას" და ისარგებლონ სპეციალური ტარიფით გამავალ ზარებზე.
გამავალი ზარის ღირებულება "გლობალ სელ"-ის ნომრიდან ქართულ ნომრებზე შეადგენს 0.29$ წუთში. გამავალი ზარის ღირებულება ყველა სხვა მიმართულებით შეადგენს 0.49$ წუთში, გარდა "გლობალ სელ"-ის შიდა ზარებზე და მის ხმოვან ფოსტაზე დარეკვისას, რომლის ღირებულებაც შეადგენს 0.25$ წუთში. სპეციალური ტარიფი მოქმედებს აქტივაციის დღიდან 360 კალენდარული დღის მანძილზე. აქციაში ჩართვის ღირებულებაა 3.00$.
სპეციალური ტარიფი მოქმედებს შემდეგ ქვეყნებში: ავსტრია, ბელგია, დიდი ბრიტანეთი, უნგრეთი, გერმანია, საბერძნეთი, დანია, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, კვიპროსი, ლატვია, ლიტვა, ჰოლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, თურქეთი, ფინეთი, საფრანგეთი, ჩეხეთი, შვედეთი, ესტონეთი.
! სერვისით სარგებლობა ხელმისაწვდომია "გლობალ სელის" სტანდარტულ სიმ-ბარათებსა და SIM 4 AMERICA-ზე.
|