19:08 - 03.03.2015 | |
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს როუმინგულ მომსახურებას 2015 წელს კვლავ „გლობალ სელი“ უზრუნველყოფს!
კომპანია „გლობალ სელმა“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2015 წლის როუმინგული მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.
ტენდერი 2015 წლის 5 თებერვალს გაიმართა, 24 თებერვალს კი სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულად კომპანია „გლობალ სელი“ გამოცხადდა.
კომპანია „გლობალ სელი“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იაფ როუმინგულ მომსახურებას 2011 წლიდან უზრუნველყოფს.
|