ამერიკული ნომერი |
თუ თქვენ უკვე სარგებლობთ „სიმ სტანდარტ+“-ით, გაქვთ შესაძლებლობა გარდა ევროპული ნომრისა (+372XXXXXXXX) გქონდეთ ამერიკული ნომერიც (+1 XXXXXXXXXX). თქვენს ახლობლებს ეძლევათ საშუალება, დაგიკავშირდნენ როგორც „გლობალ სელის“ ევროპულ ნომერზე, ასევე ამერიკულ ნომერზე და ისარგებლონ დაბალი ტარიფებით!
ამერიკული ნომრის გამოყენების ძირითადი წესები:
ამერიკული ნომრის საფასურია 10 ლარი, ხოლო მისი ყოველთვიური სააბონენტო გადასახადი შეადგენს 0.5$-ს. ნომრის ყოველთვიური სააბონენტო გადასახადის ჩამოჭრა ხდება „გლობალ სელის“ საერთაშორისო ნომრის ბალანსიდან. იმ შემთხვევაში თუ სააბონენტო გადასახადის ჩამოჭრა ვერ მოხდება უწყვეტი ორი თვის განმავლობაში (გლობალ სელის საერთაშორისო ნომრის ბალანსზე არასაკმარისი თანხის გამო), ამერიკული ნომერი გაუქმდება. ამერიკული ნომრის შეძენის ან გაუქმების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ ჩვენს ნებისმიერ ფილიალს და ს/ც-ს ან გამოგვიგზავნოთ შესაბამისი წერილობითი მოთხოვნა ელ.ფოსტაზე: notifications@ globalcell.ge
ტარიფები ამერიკული ნომრისათვის:
ამერიკული ნომერი(+1 XXXXXXXXXX) – 1წთ 0.20 USD ევროპული ნომერი: (+372 YX XXXXXX) - უფასოა(150-მდე ქვეყანაში)
ამერიკული ნომერი(+1 XXXXXXXXXX) – უფასოა ევროპული ნომერი: (+372 YX XXXXXX) - უფასოა
„სიმ სტანდარტ+“ -ზე მოქმედი სტანდარტული ტარიფი
|