სიმ-ბარათი ევროპული და ქართული ნომრით ბეჭდვა ელფოსტა
SIM-Card with DUAL numbers
(დუალნომრიანი სიმ-ბარათი)
 
 
“გლობალ სელის” აბონენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, მსოფლიოს 200–მდე ქვეყანაში მოგზაურობისას, ევროპულ ნომერთან ერთად სიმ-ბარათზე ჰქოდეთ “გლობალ სელის” ქართული ნომერი (დუალნომრიანი სიმ-ბარათი).

დუალნომრიანი სიმ-ბარათის (ევროპული და ქართული ნომრებით) ღირებულება:
SIM-ბარათის შეძენა - 21 ლარი
SIM-ბარათის აღდგენა - 15 ლარი

დუალნომრიანი სიმ-ბარათის შეძენა:
სიმ-ბარათის შეძენა შესაძლებელია გლობალ სელის ცენტრალურ ოფისში, მისამართზე:
ქ. თბილისი, მარი ბროსეს 2, ბიზნეს-ცენტრი „სახლი ოპერასთან“.

სიმ-ბარათის შესაძენად საქართველოს მოქალაქეობის მქონე ფიზიკურმა პირმა უნდა წარადგინოს:
- საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა/ID ბარათი, ან
- საქართველოს მოქალაქის პასპორტი, ან
- ახალი მართვის მოწმობა (პირადი ნომრით)
 
სიმ-ბარათის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე ფიზიკურმა პირმა უნდა წარადგინოს:
- უცხოეთის მოქალაქის პასპორტი ან
- ბინადრობის მოწმობა ან
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, საქართველოში საზღვარგარეთის დიპლომატიური მისიების თანამშრომელთა და მათი ოჯახის წევრთათვის გაცემული ოფიციალური სტატუსის დამადასტურებელი დიპლომატიური, სააკრედიტაციო და სამსახურეობრივი ბარათები
- ევროკავშირის ქვეყნებისა და თურქეთის მოქალაქეებისთვის SIM-ბარათის შეძენა შესაძლებელია ID ბარათის წარდგენის საფუძველზე
 
ქართული ნომრის სტატუსი და ვადა:
აქტიური - მომსახურების ბოლო შესყიდვის (თანხის ჩარიცხვის) ან ბოლო ფასიანი მომსახურების მიღებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში, დადებითი ბალანსის შემთხვევაში.
ცალმხრივად გათიშული - მომსახურების ბოლო შესყიდვის (თანხის ჩარიცხვის) ან ბოლო ფასიანი მომსახურების მიღებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში, ბალანსის ამოწურვისთანავე.
ორმხრივად გათიშული - მომსახურების ბოლო შესყიდვის (თანხის ჩარიცხვის) ან ბოლო ფასიანი მომსახურების მიღებიდან 60 კალენდარულ დღეში.
ტერმინირებული - ორმხრივად გათიშვიდან 120 დღეში.

დუალნომრიანი სიმ-ბარათის საერთაშორისო ნომრის შეუზღუდავი ვადით შესანარჩუნებლად აუცილებელია მინიმუმ ერთი ფასიანი მომსახურებით სარგებლობა კალენდრული წლის მანძილზე.

ტარიფები:

დუალნომრიან SIM-ბარათზე ზარის მიღება:

დუალნომრიან SIM-ბარათზე ზარის მიღება შესაძლებელია როგორც საერთაშორისო, ისე ქართულ ნომერზე.

ქართულ ნომერზე ზარის მიღების ფასია 0.20$ წუთში იმ ქვეყანაში, სადაც სიმ-ბარათზე არსებულ საერთაშორისო ნომერზე შემომავალი ზარი უფასოა, ხოლო ქვეყნებში, სადაც სიმ-ბარათზე არსებულ საერთაშორისო ნომერზე შემომავალი ზარი ფასიანია, ამ უკანასკნელ ფასს დაემატება 0.20$  წუთში.

დუალნომრიან SIM-ბარათზე მიღებული ზარის ღირებულება ჩამოიჭრება სიმ-ბარათის საერთაშორისო ნომრის ბალანსიდან.

საერთაშორისო ნომერზე შემავალი ზარის ტარიფები მოცემულია ვებ-გვერდზე www.globalcell.ge (სექციაში „ტარიფები“).

დუალნომრიან SIM-ბარათზე SMS-ის მიღება:

დუალნომრიან SIM-ბარათზე SMS-ის მიღება შესაძლებელია როგორც საერთაშორისო, ისე ქართულ ნომერზე.

ქართულ ნომერზე მიღებული SMS შეტყობინების ღირებულება ნებისმიერ ქვეყანაში შეადგენს 0.20 ლარს.

მიღებული შეტყობინების ღირებულება ჩამოიჭრება ქართული მობილური ნომრის ბალანსიდან.

საერთაშორისო ნომერზე მიღებული SMS შეტყობინების ტარიფები მოცემულია ვებ-გვერდზე www.globalcell.ge (სექციაში „ტარიფები“).

დუალნომრიანი SIM-ბარათიდან ზარის განხორციელება:

დუალნომრიანი სიმ-ბარათიდან ზარის განხორციელება შესაძლებელია როგორც საერთაშორისო, ისე ქართული ნომრიდან; ამისათვის აუცილებელია გამავალი ზარის მიზნებისთვის მთავარ ნომრად გააქტიურდეს სასურველი ნომერი, რის შემდეგაც ყველა ზარი განხორციელდება ამ ნომრიდან მანამ, სანამ არ მოხდება მთავარი ნომრის შეცვლა.

საერთაშორისო ნომრის მთავარ ნომრად გააქტიურება - აკრიფეთ: *146*301#
ქართული ნომრის მთავარ ნომრად გააქტიურება - აკრიფეთ: *146*302#
იმის შესამოწმებლად, თუ რომელი ნომერია გააქტიურებული მთავარ ნომრად - აკრიფეთ: *146*300#

დუალნომრიანი სიმ-ბარათიდან ზარის განხორციელების ღირებულება (როგორც საერთაშორისო, ისე ქართული ნომრიდან) დამოკიდებულია იმ ქვეყანაზე, საიდანაც ხორციელდება ზარი და მისი ღირებულება ორივე შემთხვევაში განისაზღვრება საერთაშორისო ნომრიდან გამავალი ზარის ტარიფით.

დუალნომრიანი სიმ-ბარათიდან ზარის განხორციელებისას ადრესატის ნომრის მითითება ხდება საერთაშორისო ფორმატით, მაგალითად, თუ ზარი ხორციელდება ქართულ მობილურ ნომერზე: +9955XXYYYYYY (სადაც 995 არის საქართველოს კოდი, XX - მობილური ოპერატორის შესაბამისი კოდი, ხოლო YYYYYY - აბონენტის ნომერი).

დუალნომრიანი SIM-ბარათიდან განხორციელებული ზარის ღირებულება ჩამოიჭრება სიმ-ბარათის საერთაშორისო ნომრის ბალანსიდან.

საერთაშორისო ნომრიდან გამავალი ზარის ტარიფები მოცემულია ვებ-გვერდზე www.globalcell.ge (სექციაში „ტარიფები“).

დუალნომრიანი SIM-ბარათიდან SMS-ის გაგზავნა:

დუალნომრიანი SIM-ბარათიდან SMS-ის გაგზავნა შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო ნომრიდან.

დუალნომრიანი სიმ-ბარათიდან SMS-ის გაგზავნის ღირებულება დამოკიდებულია იმ ქვეყანაზე, საიდანაც იგზავნება SMS და მისი ღირებულება განისაზღვრება საერთაშორისო ნომრიდან SMS-ის გაგზავნის შესაბამისი ტარიფით.

დუალნომრიანი სიმ-ბარათიდან SMS-ის გაგზავნისას ადრესატის ნომრის მითითება ხდება საერთაშორისო ფორმატით, მაგალითად, თუ SMS იგზავნება ქართულ ნომერზე: +9955XXYYYYYY (სადაც 995 არის საქართველოს კოდი, XX - მობილური ოპერატორის შესაბამისი კოდი, ხოლო YYYYYY - აბონენტის ნომერი).

დუალნომრიანი SIM-ბარათიდან გაგზავნილი SMS-ის ღირებულება ჩამოიჭრება სიმ-ბარათის საერთაშორისო ნომრის ბალანსიდან.

საერთაშორისო ნომრიდან SMS-ის გაგზავნის ტარიფები მოცემულია ვებ-გვერდზე www.globalcell.ge (სექციაში „ტარიფები“).

 
დუალნომრიანი SIM-ბარათით სხვა სატელეკომუნიკაციო სერვისით სარგებლობა (მათ შორის, ინტერნეტის გამოყენება) შესაძლებელია SIM-ბარათზე არსებული საერთაშორისო ნომრის საშუალებით, რომლის პირობები მოცემულია ვებ-გვერდზე www.globalcell.ge (სექციაში „ტარიფები").
 

მომსახურების ფასებისა და პირობების ცვლილება:
მომსახურების პირობებში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია განხორციელდეს აბონენტთათვის ინდივიდუალური შეტყობინების გაგზავნის გზით, ცვლილების განხორციელებამდე 1 თვით ადრე.

მომსახურების შეზღუდვა:
კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში, მომსახურების შეზღუდვა დაიშვება აბონენტის წინასწარი შეტყობინებიდან 3 დღის შემდგომ, სამუშაო დღის წინა სამუშაო დღეს.
შეზღუდული მომსახურების აღდგენა ხდება შეზღუდვის მიზეზების აღმოფხვრიდან არა უგვიანეს მეორე დღის დასრულებამდე.

მომსახურების შეწყვეტა:
კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში, მომსახურების შეწყვეტა დაიშვება აბონენტის მიერ მომსახურების შეზღუდვის საფუძვლის 60 დღეში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში.

მომსახურების შეჩერება:
კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში, მომსახურების დროებით შეჩერება შესაძლებელია სააბონენტო ნომრის შენარჩუნებით სააბონენტო გადასახდელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინასწარი გადახდით ან მისი გადახდის გარეშე (რა დროსაც სატელეფონო ნომერი დროებით სარგებლობისაში შესაძლოა გადაეცეს სხვა მომხმარებელს).
 

გამოკითხვა

"გლობალ სელის" რომელ სერვისს იყენებთ ყველაზე ხშირად?

აბონენტთა საყურადღებოდ

11:00 - 28.04.2021
სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებული არასამუშაო დღეები
 

საგანგებო განცხადება

16:57 - 27.11.2020
ცვლილება სამუშაო პროცესში
 
სხვა სიახლეები 

სად შევიძინოთ



ფიზიკური პირები

კორპორატიული მომსახურება

დილერები