საერთაშორისო აეროპორტებში განთავსებული სერვის-ცენტრები აბონენტთა მომსახურებას დროებით აჩერებს! ბეჭდვა ელფოსტა
14:09 - 12.03.2020
site.png
 
ძვირფასო აბონენტებო! 

მიუხედავად იმისა, რომ თქვენი უწყვეტი მომსახურება ჩვენთვის დღემდე უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიის გამო, თანამშრომელთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის მიზნით, თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში განთავსებული "გლობალ სელის" 24 სერვის-ცენტრები დროებით წყვეტს მუშაობას. 

კომპანია "გლობალ სელი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო როუმინგული სიმ-ბარათის შეძენა კვლავაც შესაძლებელია:
  • შპს „გლობალ სელის“ ცენტრალურ ფილიალში (თბილისი, მარი ბროსეს 2, ბიზნეს ცენტრი „სახლი ოპერასთან“)
  • შპს „გლობალ სელის“ სადილერო წარმომადგენლობებში, მათ შორის ავიაკომპანია „Georgian Airways“-ში და სხვ. 
ასევე, მოქმედებს საკურიერო სერვისი ვებ-გვერდიდან (www.globalcell.ge) შეძენილი სიმ-ბარათის მიწოდებაზე (თბილისის მასშტაბით მიწოდების სერვისი უფასოა).

სიმ-ბარათზე ბალანსის შევსება შესაძლებელია ნებისმიერი აპრობირებული მეთოდით:
  • „გლობალ სელის“ ვებ-გვერდიდან: www.globalcell.ge
  • სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან და შესაბამისი ვებ-გვერდებიდან
  • ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით და სხვ. 

ასევე, უცხოეთში მყოფი აბონენტების უწყვეტი სატელეფონო მომსახურების მიზნით, კვლავაც იმოქმედებს 24 საათიანი უფასო სატელეფონო ცხელი ხაზი (მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან დარეკვისას): 110 007 და +995 322 420 200


კომპანია „გლობალ სელი“ გისურვებთ ჯანმრთელობას და მდგომარეობის დასტაბილურებისთანავე განაახლებს აბონენტთა უწყვეტ მომსახურებას მის ყველა ფილიალსა და სერვის-ცენტრში.

 

გამოკითხვა

"გლობალ სელის" რომელ სერვისს იყენებთ ყველაზე ხშირად?

აბონენტთა საყურადღებოდ!

22:50 - 15.01.2024
ცვლილება ბრიტანული ნომრით სარგებლობის პირობებთან დაკავშირებით
 

გილოცავთ შობა - ახალ წელს!

17:13 - 27.12.2023
ინფორმაცია სადღესასწაულო დღეების სამუშაო განრიგის შესახებ
 
სხვა სიახლეები 

სად შევიძინოთ



ფიზიკური პირები

კორპორატიული მომსახურება

დილერები