„გლობალ სელის“ ცენტრალური ფილიალის მუშაობა 18 მაისიდან განახლდება |
20:28 - 15.05.2020 | |
2020 წლის 18 მაისიდან შპს „გლობალ სელის“ ცენტრალური ფილიალი (ქ. თბილისი, მარი ბროსეს 2, ბიზნეს-ცენტრი „სახლი ოპერასთან“) კვლავ ჩვეულ რეჟიმში, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მოემსახურება აბონენტებს.
შეგახსენებთ, რომ ფილიალი მუშაობს ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით.
სამუშაო საათები:
ორშაბათი-პარასკევი: 09:00-20:00
შაბათ-კვირა: 10:00-18:00
თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში განთავსებული სერვის-ცენტრების მუშაობა განახლდება საჰაერო მიმოსვლის აღდგენისთანავე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 322 420 200 ან 110-007
|