განცხადება ბეჭდვა ელფოსტა
14:39 - 13.08.2021
14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით

 
ძვირფასო აბონენტებო! 

არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, გაცნობებთ, რომ 2021 წლის 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე კომპანია „გლობალ სელის“ ცენტალური ოფისი იმუშავებს დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე.

კომპანია "გლობალ სელი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და გაცნობებთ, რომ საერთაშორისო როუმინგული სიმ-ბარათის შეძენა კვლავაც შესაძლებელია:
  • შპს „გლობალ სელის“ ცენტრალურ ფილიალთან მდებარე პარტნიორ ორგანიზაციაში - „ელექსირი“ (თბილისი, მარი ბროსეს 2, ბიზნეს ცენტრი „სახლი ოპერასთან“)
  • მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს ფოსტის ყველა ფილიალში
  • მთელი ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში
  • „გლობალ სელის“ სხვა სადილერო წარმომადგენლობებში, მათ შორის, ავიაკომპანია „Georgian Airways“-ში და სხვ.

ასევე, მოქმედებს საკურიერო სერვისი ვებ-გვერდიდან (www.globalcell.ge) შეძენილი სიმ-ბარათის მიწოდებაზე (თბილისის მასშტაბით მიწოდების სერვისი უფასოა).

სიმ-ბარათზე ბალანსის შევსება შესაძლებელია ნებისმიერი აპრობირებული მეთოდით:
  • „გლობალ სელის“ ვებ-გვერდიდან: www.globalcell.ge
  • სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან და შესაბამისი ვებ-გვერდებიდან
  • ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით და სხვ.

ასევე, უცხოეთში მყოფი აბონენტების უწყვეტი სატელეფონო მომსახურების მიზნით, კვლავაც იმოქმედებს უფასო სატელეფონო ცხელი ხაზი (მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან დარეკვისას): 110 007 და +995 322 420 200

კომპანია „გლობალ სელი“ გისურვებთ ჯანმრთელობას.
 

გამოკითხვა

"გლობალ სელის" რომელ სერვისს იყენებთ ყველაზე ხშირად?

„გლობალ სელი“ 15 წლისაა!

13:38 - 05.04.2024
უპრეცედენტო საიუბილეო აქცია!
 

აბონენტთა საყურადღებოდ!

22:50 - 15.01.2024
ცვლილება ბრიტანული ნომრით სარგებლობის პირობებთან დაკავშირებით
 
სხვა სიახლეები 

სად შევიძინოთ



ფიზიკური პირები

კორპორატიული მომსახურება

დილერები