სპეციალური სიახლე „გლობალ სელის“ აბონენტებისთვის! ბეჭდვა ელფოსტა
18:20 - 29.12.2021
2022 წელს „გლობალ სელის“ აბონენტებისთვის განსაკუთრებული სიახლით ვეგებებით:

„გლობალ კონსიერჟის“ მომსახურება - თქვენი სრული კომფორტისთვის!

 
გახადეთ თქვენი მოგზაურობა უფრო მარტივი და კომფორტული “გლობალ კონსიერჟის“ სერვისის საშუალებით (რომელსაც გთავაზოვთ “გლობალ სელის” ევროპის ოფისი - GLOBALCELL EU). სერვისის ფარგლებში, თქვენი პირადი ასისტენტი დაგეხმარებათ მათ შორის ისეთი საკითხების მოგვარებაში, როგორიცაა:

საუკეთესო შეთავაზებების, ფასდაკლებებისა და უპირატესობების გაცნობა „გლობალ სელის“ საერთაშორისო სიმ-ბარათებზე;
მოგზაურობის დაგეგმვა, სასტუმროს დაჯავშნა, ბილეთების შეძენა, ავტომობილის თუ უძრავი ქონების დაქირავება;
ადგილის დაჯავშნა სხვადასხვა ტიპის დაწესებულებაში, საორგანიზაციო სერვისი;
ნებისმიერი დაწესებულების საკონტაქტო და საცნობარო ინფორმაციის მოძიება და სხვ.
 
„გლობალ კონსიერჟით“ სარგებლობას მარტივად შეძლებთ Telegram, Viber, WhatsApp ან Messenger აპლიკაციების „ჩატ ბოტების“ საშუალებით. ამისათვის გადადით ბმულზე: https://mssg.me/globalconcierge და აირჩიეთ სასურველი აპლიკაცია.

დამატებით, ასისტენტთან დაკავშირება შესაძლებელია სატელეფონი ზარით, ნომრებზე: +995322033737 (საქართველოდან) და +14844458770 (საზღვარგარეთიდან), ასევე ელ-ფოსტის საშუალებით: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს

მოთხოვნის მიღების შემდეგ, „ჩატ ბოტი“ აზუსტებს მოთხოვნის ეფექტურად შესრულებისთვის აუცილებელ დამატებით ინფორმაციას და აქვე გთავაზობთ საკუთარ რეკომენდაციას.

სერვისით სარგებლობა აბსოლუტურად უსაფრთხოა, ვინაიდან არ მოითხოვს თქვენი პირადი ინფორმაციის გამჟღავნებას. კონსიერჟის მიერ არ ხდება მომხმარებლის ბარათის მონაცემების მოთხოვნა და შენახვა. კონსიერჟის მეშვეობით ნივთის ან მომსახურების შესყიდვის პროცესში, იგი მომხმარებელს უგზავნის ნივთის/მომსახურების ღირებულების გადახდის ბმულს პირდაპირ მომწოდებლის მეშვეობით, ან ახდენს გადახდის ბმულის გენერირებას ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო საგადახდო პლატფორმა Stripe-ში ან Payze-ში და იღებს მომხმარებლისგან თანხას კომპანიის ანგარიშზე, შემდგომ კი დამოუკიდებლად იხდის ნივთის/მომსახურების ღირებულებას.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ გლობალ კონსიერჟის ვებ-გვერდს: https://globalconcierge.me/  

სერვისის აღწერისა და პრეზენტაციის სანახავად, გადადით ბმულზე: https://globalcell.ge/globalconcierge/ 

„გლობალ სელი“ ბედნიერ და კომფორტულ მოგზაურობას გისურვებთ!

 

გამოკითხვა

"გლობალ სელის" რომელ სერვისს იყენებთ ყველაზე ხშირად?

საზაფხულო აქცია

16:53 - 31.05.2022
50%-იანი ფასდაკლება სიმ-ბარათებზე
 

აქცია „ოჯახის საერთაშორისო დღის” ფარგლებში

19:57 - 13.05.2022
15 მაისს, ოჯახის წევრები სიმ-ბარათს განახევრებულ ფასად შეიძენენ
 
სხვა სიახლეები 

სად შევიძინოთ



ფიზიკური პირები

კორპორატიული მომსახურება

დილერები