სოლიდარობის აქცია |
![]() |
![]() |
15:06 - 01.04.2022 | |
„გლობალ სელის“ მე-13 საიუბილეო წლის სოლიდარობის აქცია! 2022 წლის 6 აპრილს, კომპანია „გლობალ სელის“ მე-13 საიუბილეო წლის თარიღთან დაკავშირებით, გთავაზობთ სპეციალური სოლიდარობის აქციას უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. სოლიდარობის საიუბილეო აქციის ფარგლებში, 2022 წლის 6 აპრილს, დილის 09:00-დან საღამოს 18:00 საათამდე, „გლობალ სელის“ საერთაშორისო სიმ-ბარათის შეძენა მხოლოდ 13 ლარად იქნება შესაძლებელი. სიმ-ბარათების გაყიდვით შემოსული სრული თანხა გადაირიცხება უკრაინელი ხალხის დახმარების ფონდში. მისამართი: ქ. თბილისი, მარი ბროსეს 2, ბიზნეს-ცენტრი „სახლი ოპერასთან“. დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: ქოლ-ცენტრის ნომრები: +995 322 420 200; 110-007 ელ.ფოსტა: ელფოსტის ეს მისამართი დაცულია უსრგებლო წერილებისგან, მის სანახავად Javascript უნდა ჩაირთოს „გლობალ სელის“ ვებ-გვერდზე - www.globalcell.ge არსებული “ლაივ ჩატი” „გლობალ სელის“ ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/Globalcell.ge
„გლობალ სელი“ მშვიდობას და ჯანმრთელობას გისურვებთ და მადლობას გიხდით 13 წლიანი ერთგულებისთვის. |