"გლობალ სელი" ITU-ს წევრია |
12:31 - 19.09.2024 | |
"გლობალ სელი" გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის (ITU) წევრი გახდა!
"გლობალ სელი" პირველი ქართული ტელეკომ ოპერატორია, რომელიც გაეროს საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირის (ITU) წევრი გახდა.
საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანება შეიქმნა 1865 წელს, პარიზში, როგორც საერთაშორისო სატელეგრაფო გაერთიანება. 1932 წელს მან მიიღო თავისი დღევანდელი სახელწოდება და 1947 წელს გახდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალიზებული სააგენტო. თავდაპირველად ITU-ს საქმიანობა მხოლოდ ტელეგრაფს მოიცავდა, დღესდღეობით კი იგი მთლიანად ICT სექტორს ფარავს.
ეს არის ორგანიზაცია, რომლის საქმიანობას, ზოგადად, წარმოადგენს - საერთაშორისო დონეზე სტანდარტიზაცია, რადიო-კოორდინაცია, ტელეკომუნიკაციების განვითარება; იგი აწარმოებს როგორც სახელმწიფო, ასევე - კერძო სექტორის სატელეკომუნიკაციო ქსელებისა და მომსახურებების გლობალურ კოორდინაციას.
ორგანიზაციის მიზანია:
- წევრებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა და გაფართოება, ტელეკომუნიკაციების განვითარებისა და რაციონალურად გამოყენების თვალსაზრისით;
- განვითარებადი ქვეყნების ხელშეწყობა და სატელეკომუნიკაციო სფეროში ტექნიკური დახმარების შეთავაზება და უზრუნველყოფა;
- ტელეკომუნიკაციების განვითარებისთვის აუცილებელი მატერიალური და ფინანსური რესურსების მობილიზაციის ხელშეწყობა;
- სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ეფექტურობის გაღრმავების მიზნით ტექნიკური საშუალებების განვითარებისა და მათი ეფექტიანი გამოყენების ხელშეწყობა და სხვა.
|