უფასო მობილური ინტერნეტი „გლობალ სელისგან“! |
11:21 - 23.01.2013 |
ნებისმიერ ჩვენს აბონენტს შეუძლია ისარგებლოს უფასო გლობალ GPRS-ით ევროკავშირის ქვეყნებსა და თურქეთში 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათლით!
მნიშვნელოვანი ინფორმაცია!
-
შეთავაზება ძალაშია 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით
-
აბონენტებს, რომელთაც უკვე გამოიყენეს უფასო ინტერნეტი - 5MB, აღარ შეუძლიათ უფასო მობილური ინტერნეტის გამოყენება. ხოლო აბონენტებს, რომლებმაც 5 MB უფასო ინტერნეტი ნაწილობრივ გამოიყენეს, შეეძლებათ დარჩენილი MB-ების გამოყენება.
-
დამრგვალება ხდება 100 KB -მდე.
-
აბონენტს, შეუძლია გამოიყენოს უფასო ინტერნეტის MB-ები, როგორც ერთ ქსელში, ასევე სხვადასხვა ქსელში რეგისტრაციის დროს.
-
უფასო 5MB ამოწურვის შემდეგ, GPRS-ის ტარიფიკაცია გაგრძელდება არსებული ტარიფების მიხედვით.
-
აბონენტს, რომელსაც აქვს ანდროიდის ტიპის ტელეფონი, უფასო მობილური ინტერნეტის გამოყენების შემდეგ აუცილებელია გადატვირთოს მობილური.
მაგალითად:
1. თუ „გლობალ სელის“ აბონენტი იმყოფება საბერძნეთში. ინტერნეტის მოხმარებისას, პირველად გამოიყენებს უფასო 5 MB-ს. „უფასო მობილური ინტერნეტის” გამოყენების შემდეგ, ინტერნეტის ხელახლა გამოყენებისას ტარიფიკაცია გრძელდება საბერძნეთის ტარიფით GPRS-ზე.
2. თუ „გლობალ სელის“ აბონენტი იმყოფება გერმანიაში და ინტერნეტის ერთჯერადად მოხმარებისას დახარჯავს მხოლოდ 3MB-ს, მას მოგვიანებით იტალიაში ყოფნისას შეეძლება დარჩენილი უფასო 2MB-ის გამოყენება. უფასო ინტერნეტის ამოწურვის შემდეგ ინტერნეტის ხელახლა გამოყენებისას ტარიფიკაცია გაგრძელდება იმ ქვეყნის ტარიფის მიხედვით, რომელ ქვეყანაშიც იმყოფება აბონენტი.
GPRS/WAP პარამეტრების ხელით კონფიგურირება:
- APN: send.ee
- Username: გლობალსელის ნომერი ფორმატით 372 YY XXXXXX (11 ციფრი)
- password: დატოვეთ ცარიელი (No password - პაროლის გარეშე)
ისარგებლეთ შეუზღუდავი და ხარისხიანი გლობალ GPRS-ით მთელ მსოფლიოში!
|