ბრიტანული ნომერი „გლობალ სელისგან“!
16:23 - 14.01.2013
2013 წლის 14 იანვრიდან ჩვენს ნებისმიერ აბონენტს შეუძლია „გლობალ სელის“ ნომერთან ერთად ჰქონდეს ბრიტანული ნომერი. (+44..) რომელსაც გამოიყენებს მსოფლიოს 196 ქვეყანაში მოგზაურობისას.
 
„გლობალ სელის“ აბონენტს შეუძლია ბრიტანულ ნომერზე მიიღოს ზარები და SMS  შეტყობინებები, ასევე  განახორციელოს გამავალი ზარები.

ბრიტანულ ნომერზე მიღებული თითოეული ზარის ღირებულება „გლობალ სელის“ აბონენტისათვის შეადგენს ერთჯერად მხოლოდ 0.25 USD -ს, ხოლო შემდეგი წუთები უფასოა, იმ ქვეყნებში სადაც შემომავალი ზარის ტარიფი უტოლდება 0-ს.

 

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ გამავალი ზარები დაფიქსირდეს ადრესატთან ესტონური ან ბრიტანული ნომრით, ამისათვის "გლობალ სელის" ნომერზე აკრიფეთ:
  • *146*300# - სტატუსის განსაზღვრა
  • *146*301# - გამავალი ზარი  ესტონური ნომრით (+372..)
  • *146*302# - გამავალი ზარი  ბრიტანული ნომრით (+44..)

თუ გსურთ ბრიტანული ნომრის უფასოდ მიბმა თქვენს "გლობალ სელის" ნომერზე,  დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში ნომერზე (+995 32 ) 2 420 200

ბრიტანული ნომრის მიბმა