კომპანია "გლობალ სელი" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს როუმინგულ მომსახურებას უზრუნველყოფს!
11:13 - 06.08.2013
iusticia_-_globalcell.jpg  
    კომპანია „გლობალ სელმა“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ როუმინგული მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.

  ტენდერი 2013 წლის 16 ივლისს გაიმართა, 24 ივლისს კი სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულად გამოცხადდა კომპანია „გლობალ სელი“, რომელიც მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში როუმინგული მომსახურებით უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.