"Global Mi-Fi" - "გლობალ სელის" ახალი პროდუქტი! |
17:37 - 16.01.2014 | |
"Global Mi-Fi" არის მობილური WiFi "გლობალ სელის" ნომრით და მინიმალური ინტერნეტ ტარიფებით! "Global Mi-Fi"-ის საშუალებით თქვენ ერთდროულად მიაწვდით უსადენო ინტერნეტს რამდენიმე მოწყობილობას - მობილურ ტელეფონს, Ipad-ს, ლეპტოპს და ა.შ. (აუცილებელია მოწყობილობას ჰქონდეს WiFi მხარდაჭერა) "Global Mi-Fi"-ის გამოყენება შეგიძლიათ ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ხელმისაწვდომია "გლობალ სელის" მობილური ინტერნეტი.
“Global Mi Fi” არის 3G როუტერი, რომელიც მუშაობს 802,11N სტანდარტით და სიმ-ბარათის მეშვეობით. გადასცემს მაღალი ხარისხის სიგნალს და ქმნის დიდი დაფარვის ზონას. აღნიშნული როუტერი ზრდის Wi-Fi სიჩქარეს 2,4 GHz სიხშირის პირობებში და უზრუნველყოფს მონაცემების 150Mbps სიჩქარით გადაცემას.
|