2016 წლის 5 ოქტომბერს, სასტუმრო "თბილისი მერიოტში", საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და კომპანია "გლობალ სელს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია საქართველოში ჩამოსული ტურისტების უსასყიდლო და განსაკუთრებული პირობებით მომსახურება სხვადასხვა ტიპის ონოვაციური სერვისებისა და პროდუქტების მეშვეობით.

ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და ,,გლობალ სელის’’ დამფუძნებელმა გიორგი ზვიადაძემ მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში საქართველოში ჩამოსულ უცხოელ სტუმრებს უფასოდ/უსასყიდლოდ გადაეცემათ სპეციალური სიმ-ბარათი, რომლითაც ისინი შეძლებენ 3 დღის განმავლობაში:
  • ფასოდ და ულიმიტოდ ისარგებლონ Facebook /Massanger/, Whatsapp და Viber-ის ჩატით;
  • უფასოდ დარეკონ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცხელი ხაზის ნომერზე;
  • უფასოდ დარეკონ საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის ცხელი ხაზის ნომერზე;

გარდა ზემოაღნიშნულისა, სიმ-ბარათში არსებული აპლიკაციის საშუალებით, უცხოელი სტუმრები შეძლებენ სხვადასხვა ტიპის ფასდაკლებების შესახებ ინფორმაციის გაცნობას და სურვილის შემთხვევაში, მათ შეძენას (ფასდაკლების მიღებას ამა თუ იმ ნივთის/მომსახურების მისაღებად).

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, ტურიზმის ინდუსტრიას ეკონომიკის განვითარებაში უდიდესი ადგილი უჭირავს, ყოველთვიურად უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა საგრძნობლად იზრდება, 2016 წლის 9 თვის მონაცემებით ტურისტთა რაოდენობა 19,5 % -ით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა კი 8,6 % ით გაიზარდა. ადმინისტრაცია მიესალმება და მხარს უჭერს ნებისმიერ პროექტს, რომელიც უცხოელი ტურისტებისთვის უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს შექმნის.

კომპანია ,,გლობალ სელის“ დამფუძნებლის გიორგი ზვიადაძის განცხადებით კი, ეს ერთობლივი თანამშრომლობა მცირედით მაინც შეუწყობს ხელს ტურიზმის სფეროს პოპულარიზებას და რაც ყველაზე მთავარია, გაიზრდება უცხოელი ტურისტების კმაყოფილების ხარისხი საქართველოში მიღებული სერვისებისა და მომსახურების მიმართ.